განვაგრძოთ აჭარაში გამეფებულ კორუფციაზე საუბარი და ამჯერად დიდი სქემის კიდევ ერთ მცირე დეტალს შემოგთავაზებთ.
აჭარიდან პარლამენტში წარგზავნილი და დიდი ვაივაგლახით არჩეულ მაჟოროტარ რესან კონცელიძეს ყველა ვიცნობთ, რომელიც როინ შავაძის საქმეში პროკურატურის მხრიდან ფიგურერიბდა, მოკლედ ნაცები ყოფილი ძალოვანი და კიდევ ერთი "გაქოცებული" აწ უკვე გაბიზნესმენებული რესან კოცელიძე გვყავს პარლამენტში, რომელიც თავის ძმის შვილს თბილისიდან მფარველობს.
რესან კონცელიძის ძმის შვილი არჩილ კონცელიძე გახლავთ ქალაქ ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი.
ზემოხსენებული ფლობს თავის სამშენებლო კომპანიას.
კომპანიის დირექტორად არჩილის ცოლი გახლავთ წარმოდგენილი, ნინო დევაძე, თვითონ კომპანია კი თავისი ძმის სახელზეა გაფორმებული ვახტანგ კონცელიძეზე.
კომპანია კი რეესტრში ამგვარად არის გატარებული "თაუნჰაუს ბათუმი" და გადამოწმება მარტივია.
თუმცა კონცელიძესთან კითხვები არა თავის კომპანიის მიმართა, არამედ იმ კორუფციულ გარიგებებთან ჩნდება, რომლის უშუალო შემოქმედიც გახლავთ.
სქემა შემდეგია : " მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური მშენებელ კომპანიასთან ალაგებს საკითხს და თვალის დახუჭვის და სამშენებლო ნებართვის სანაცვლოდ ითხოვს 100 ათას დოლარს, ეს ყველაზე მინიმალურია რომელიც "ატკატის" სახით მიდის მერიაში.
მარტივად, რომ ვთქვათ ზედამხედველობის სამსახური არა თუ კანონ დარღვევებს სწავლობს არამედ კანონდარღვევებზე ხუჭავს თვალს, რომელიც მრავლად გვხვდება ბათუმში.
რა თქმა უნდა არჩილ კონცელიძის საქმიანობის შესახებ რესან კონცელიძეც საქმის კურსშია, რომელსაც ამ გარიგებებში თავისი როლი აქვს და ეს როლი თბილისში რაღაც პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში მისი მოგვარებაა.
რესენ კონცელიძე კი თავად გიორგი გახარიამ წარუდგინა მაჟორიტარად ქართულ ოცნებას.
გაგრძელებას უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ და დროა დასახელდეს ყველა მაღალჩინოსნის სახელი და გვარი, რომლებიც აჭარას კორუფციულ ჭაობში მიაქანებს.
სააშკარაოზე უნდა იქნას გამოტანილი ყველა მაღალჩინოსანი, რომელიც ბოროტად არის ირაკლი ღარიბაშვილის სახელს ამოფარებული და თავისი დანაშაულებრივ - მძარცველური საქმიანობით აზარალებს პარტიის ავტორიტს და დარტყმის ქვეშ აყენებს რეგიონს თუ ქვეყანას.
P:S " აჭარაში უკვე ისეთი განცდა გვეუფლება, რომ სულ მალე [ადეიშვილი და ახალაია] იყრინ კენჭს " ... ირაკლი ჯანყარაშვილი.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08