img1


ნაცების და მათი დირექტორების ორი უტოპია და ორმაგი სტანდარტები

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აშშ - ს კონსტიტუციის 14 - ე მუხლში უწერია : არცერთ პირს არ აქვს უფლება დაიკავოს თანამდებობა, თუ ის "აჯანყებაში ან აჯანყების ორგანიზებაში არის ჩართული მას შემდეგ, რაც ფიცი დადო კონსტიტუციის მხარდასაჭერად."

 

ყველას გვახსოვს 20 - ივნისის მოვლენები და შემდეგ 2020 - წლის კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობა, რომელიც დარბევით დასრულდა, დარბევის ბრძანება კი გახარიამ გასცა.

 

ნაცების და მათი დირექტორების ორი უტოპია და ორმაგი სტანდარტები :

1. დონლად ტრამპს, რომელსაც 2020 - წლის არჩევნები გაუყალბეს დემოკრატებმა, სწორედ კაპიტოლიუმში შეჭრას და აჭანყების ორგანიზებას ედავებიან, ახსენებენ კონსტიტუციის 14 - მუხლს, ხოლო სენატსა და კონგრესში ამ მუხლის საფუძველზე ითხოვენ ტრამპის საარჩევნო პროცესიდან დისტანცირებას. 

მოკლედ, რომ ვთქვათ აშშ - ში არ მოსულა აჯანყება, და ამჯანყებლებს კანონით სჯიან.

2. საქართველოში 2019 - წლის 20 - ივნის და 7 - 8 მარტს დაკავებულებს კი კბილებით იცავდნენ და მათ განთავისუფლებას ითხოვდნენ.

"საქართველოში მოსულა ხელისუფლების დამხობა და კონსტიტუციის თავზე გადახევა."

ნიკა მელიას მსგავსად დონალდ ტრამპს, რომ პირდაპირი მოწოდება გაეკეთებინა კაპიტოლიუმში შეჭრაზე ალბათ უკვე დიდიხნის დახვრეტილი ეყოლებოდათ დემოკრატებს.

3. მესამე და ყველაზე ეპიკური კი გახარიას ფაქტორია, რომელზეც ორი წელი ირწმუნებოდნენ, რომ პირდაპირ პუტინმა დაურეკა და უბრძანა თვალების დათხრაო, დღეს კი გახარიასთან ერთად მიემგზავრებიან შიგ-ევროპაში და გვარამიასთვის ერთ - ერთი ძლიერი პროდასავლური ოპოზიციური ცენტრია.

ამასთან ერთად ფეხებს გვიბაკუნებენ აშშ-ს მსგავსი დემოკრატიული დღისწესრიგი უნდა გვქონდესო, თუმცა როგორც ყოველთვის იქედანაც ის გადმოაქვთ და ისე როგორც მათ ინტერესებს ერგება და სჭირდება...

 

ვაშინგტონიდანაც სიამოვნებით უჭერენ მხარს! ახალ აჯანყებასაც დიდი მონდომებით აორგანიზებენ და საშუალება, რომ ჰქონდეს პარლამენტს დევიდ კრამერი თავად აიღებდა შტურმით.

- ირაკლი ჯანყარაშვილი