img1


დიდი აურზაური გრძელდება : " ნიკა გვარამია თემურ ალასანიას უკვე ღიად დაუპირისპირდა "

_ " publicist.ge - მ გასულ თვეს გამოაქვეყნა სტატია სადაც მკითხველს ნაცმოძრაობაში არსებულ მდგომარეობაზე უყვებოდა, მაშინ ოპოზიციიდან ინფორმირებულმა წყარომ დაწვრილებით მოუყვა სააგენტოს თუ როგორ შეუწყვიტა მთავარ არხს დაფინანსება თემურ ალასანიამ, რომელსაც კაპიტალი ქართველი ხალის ძარცვით აქვს დაგროვებული, მიზეზად კი მიშას ციხეში დარჩენა და შედეგზე ორიენტირების ნაცვლად გაურკვეველი სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა.

მთავარ არხს ნამდვილა არ უდგას საუკეთესო ფინანსური პერიოდი და ნამდვილად დიდი გამოწვევების წინაშეა, როგორც ინფორმირებული პირი გვიყვება ნიკა გვარამიამ ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ შეეცადა დაკავშირებოდა თემურ ალასანიას, რომელმაც უკვე ნიკას ზარსაც კი აღარ უპასუხა. 

გვარამიასთვის ეს იყო უკანასკნელი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთის შემდეგაც ვაბანკზე მოუწია წასვლა და დიდიხნით ადრე დაგეგმილი განცხადების გაკეთება გაბუნიას პირით გააჟღერა, ნიკა გვარამია სიგნალს ნაცების ახალ მენეჯმენტს უგზავნიდან, რომელსაც ახალი სპონსორი კეზერაშვილი ჰყავს.

რა იქნება გაგრძელება ?

მთავარი არხი რადიკალურად შეცვლის თავის პოლიტიკას და მიდგომებს ოპოზიციის მიმართ, არ არის გამორიცხული ერთგვარი აღიარებით ჩვენებაც მოგვცენ სადაც მოგვიყვებიან თუ როგორ ან ვის დავალებებს ასრულებდნენ.

ეს ერთგვარი გზავნილია კეზერაშვილისთვის, რომელმაც ერთი - ორჯი საკმაოდ დიდი დავალიანება გაუსტუმრა არხს.

აწ უკვე პოლიტიკური განცხადებებით დაბრუნებულ გვარამიას საშუალება ეძლევა ლავირება მოახდინოს რამდენიმე მიმართულებით და ეს მიმართულებები, როგორც კეზერაშვილის ისე ხაზარაძის დაჯგუფებაა, რომელთან თანამშრომლობის იმედით სავსე ნიკა არხის გარდაქმნას იწყებს."

- ირაკლი ჯანყარაშვილი.