img1


„არცერთი კგ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება“ - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფერმერებს დასეტყვილი, დაზიანებული თუ ჩვეულებრივი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩებათ. ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, კახეთში, რამდენიმე დღის წინ სეტყვის შედეგად დაზარალებულ მევენახეთა საკითხს.

 

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირების პროგრამას აგრძელებს და 1 კგ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.