img1


პუტინზმს ვამარცხებთ. ოღონდ თაბახის ფურცლებზე დაწერილი გინებით, ალაფუშეტებით

დღეს სოჭში ერთმანეთს რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები შეხვდებიან, შეხვედრის ინიციატორი ოფიციალური ანკარა გახლავთ.

როგორც თურქული და დასავლური პრესა წერს მთავარი განსახილველი საკითხი "ხორბლის შეთანხმება" იქნება, ანკარას მიზანია მოსკოვი შეთანხმებაში დააბრუნოს და უკვე მისთვის სასურველი ხელშეკრულება დადოს.

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ერდოღანი მაქსიმალურად ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

და როცა თურქეთის ინტერესებს სჭირდება "ჰააგის სასამართლოს მიერ ბრალდებულ პუტინსაც კი ხვდება".

(რომელსაც ჰააგის სასამართლოს დადგენილებიდან გამომდინარე ბორკილებს უნდა ადებდეს, თუმცა ბორკილების მაგივრად ერდოღანის მოკრძალებულ ტონს და პოლიტიკური ლავირების არნახულ ხელოვნებას ვხედავთ)

ჩვენგან განსხვავებით 80 - მილიონიანი თურქეთი რატომღაც არ ებრძვის " პუტინიზმს " მითუფრო ნატოს წევრი სახელმწიფოა და ერთ - ერთი მოწინავე სამხედრო დარგში, ხოლო ალიანსში საკუთარი შესაძლებლობებით სამეულში.

 

და რა ხდება ამ დროს საქართველოში ?

" კონფერენციები იმართება, არც მეტი - არც ნაკლები, პუტინიზმს ვამარცხებთ.

ოღონდ თაბახის ფურცლებზე დაწერილი გინებით, ალაფუშეტებით და "კოლექტიური კრამერების, ბრაიზების, ორუსულაფონკრამონების და დეკანოიძე - სამადაშვილების აღშფოთებული სიფათებით ".

მოკსოვს ვანგრევთ ხუილოს სკანდირებით და პურზე უარის თქმით.

30 - წელზე მეტია, ვერ შევძელით რუსეთთან წინააღმდეგ ბრძოლის სტილი ან იარაღი მაინც შეგვეცვალა.

30 - წელზე მეტია ღშფოთავენ და თრთოლავენ კრამერ - ბრაიზები...

ამ დროს კი რა ანგარიშით ვაგებთ რეგიონში და ინტენსივობით ვთმობთ პოზიციებს ?

ეს კითხვა ვის გაუჩნდა ?

ვინ იკავებს საქართველოს ადგილს რეგიონში და ვინ იღებს ათჯერ მეტ სარგებელს სისხლიანი პუტინისგან ?

- ირაკლი ჯანყარაშვილი.