img1


ევროკავშირის ქვეყნები რუსეთიდან აპირებენ თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეკორდული მოცულობის შეძენას

2023 წელს ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რეკორდული მოცულობის შეძენას, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანების სურვილია 2027 წლისთვის უარი თქვას რუსულ საწვავზე. მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში რუსული LNG იმპორტი გაიზარდა 40%-ით. (15 მილიონიდან 22 მილიონ კუბურ მეტრამდე) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Global Witness-ის კვლევის მიხედვით, ეს რუსეთს აქცევს ევროკავშირის მეორე საწვავის მიმწოდებლად შეერთებული შტატების შემდეგ. ამ პერიოდში, მათი შეფასებით, ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსული LNG შესყიდვაზე თითქმის 5,3 მილიარდი ევრო დახარჯეს.