img1


აი ასეთი ვერაგი და დაუმორჩილებელი მტერია მიშა პუტინისთვის

ორი ყბა დაღებული თემაა დღეს აქტუალური,

პირველი, როგორც გავიგეთ კანდიდატის სტატუსს აღარ უნდა ველოდოთ და "პროების სანატრელმა ევროკავშირმა გამოგვიცხადა :

"2030 - წლამდე დაგველოდეთ ვისაც ჩამოგირიგეთ ეგ სტატუსებიო, 2030 - წელს შევიკრიბებით მიშელები, ურსულაფონები და გეტყვით როდის მიგიღებთო."

 

ეს შეიძლება იყოს 2031 წელს ან 2040 წელს მანამდე ღია კარი ოდნავ ისევ მივხურეთ და მთლად, რომ გავაღებთ ისე, რო შემოეტიოთო დაგიძახებთ მზად დაგვხვდითო...

 

ამაზე საქართველოში ატყდა, პროების ვაიუშველებელი, "რუსიიიი პრემიერი ევროპას გვაცილებს და ჩვენ პროებმა უნდა ამოვიღოთ ხმაო, განგაშის ზარები უნდა შემოვჰკრათ, როგორ თუ 2030 - წელს გაღებულ კარებში საქართველომ ვერ უნდა შევიდესო.

 

მეორე ყიჟინა კი სააკაშვილზე დასცეს ევროპული პრესა სწერსო სკანდალნი სტატიას, მიშა პუტინის მთვარი მტერიაო და კრემლში ეხლა ეგ თქვენი პუტინი გახარებული ზის სააკაშვილს პირდაპირ მისი ბრძანებით რო აწამებენო.

 

პუტინს უბრძანებია ჩააგდეთ ვივა მედის ლუქსში, მიეცით ტელეფონი, ჩაურთეთ კონდიციონერი, პლაზმური ტელევიზორის და დედიკოს თანხლებით ისე აწამეთ, რომ ბავშვების კეთების ხასიათზე მოვიდესო

ქანცი გაძვრება და მოკვდებაო...

სასტიკია ეს პუტინი, თურმე დაუმატებია რომ ვიზიტორებიც არ შეზღუდოთ ხალხმრავლობაში ამოხადეთ სულიო...

ეს არ უკმარია მზაკვალს და ეხლა საარჩევნო პროცესი დაიწყოს პოლიტიკური განცხადებების კეთებაში გაალევინეთ სულიო...

მაგიდაზე მუჭი მაგრად დაურტყამს იმდღეს' და ხმამაღლა დაუღრიალია "ონ მოი გლავნი ვრაგო" 2008 - წელს ახალგორი და ასზე მეტი სოფელი ძალით შემომტენა და მანამდე კოდორი ისე ძვირად მომყიდა კაპიკი არ დამიკლოო...

მერე რუსული კომპანიები დააშტერა და მთელი ენერგო რესურსი, თავისი სტრატეგიული ობიექტებით ორმაგ ფასებში მიჰყიდაო... 

( კოდერზე ხო არ დაუკლო ? თურმე სტრატეგიულ ობიექტებზეც არ გაუკეთა "სკიდკა"და ამით პუტინს სულცეცხლები აყრევინა თვალებიდან ).

ევროსაბჭოში ხომ სულ ნიანგის ცრემლენი აღვრევინა რუსეთის დელეგაციას, როცა ამაყად უთხრა ჩვენ დავიწყეთ ომიო! 

 

ბრაზმა ცოტათი, რომ გადაუარა ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს გახსნებია მეორე ყველაზე მზაკვრული გეგმა, რომლის ამოქმედებაც მიშამ ლარსის გამშვებ პუნქტზე დაიწყო.

პუტინის მთავარმა მტერმა მაშინ განიძრახა რუსი ტურისტების ქვეყანაში შემოტყუება და ხინკლის და ხაჭაპურის ჭამით მათი დასუქება, აი გეგმა" აი სტრატეგი და ვინ არის პუტინის რეჟიმის მთავარი მრყეველი.

ეს ამ ხინკლით დასუქებულ რუსებს, ხომ მადა გაუმხეცდებოდათ ? კიიი . 

მერე ეს რუსები ხომ დაბრუნდებდონენ რუსეთში და 1 კაცი რომელიც აწ მადაზე მოსული 3 კაცისას შეჭამდა, გრძელვადიან პერსპექტივაში კი ეს რას ნიშნავს ?

რას და სასუსრსათო კრიზისამდე მისვლას! მშიერი რუსი ხალხი, ყველაფერს რომ გადაჭამდა და საჭმელი აღარ იქნებოდა ვის მიადგებოდა რა თქმა უნდა კრემლს და იქ მჯდომ პუტინს.

მეორე კიდევ უფრო მზაკვრული და კარგად გათვლილი გეგმა კი ქართული ცხარე კერძებით გასტრიტის დამართვა და უკვე გასტრიტიან რუსებს მოსკოვში სამედიცინო კოლაფსი უნდა შეექმნათ...

აი ასეთი ვერაგი და დაუმორჩილებელი მტერია მიშა პუტინისთვის, რომლის ბრძანებითაც დღეს უმოწყალოდ აწამებენ!!!

- ირაკლი ჯანყარაშვილი.