img1


პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები დაკეტავენ ბელორუსის საზღვარს, თუ მოხდება "კრიტიკული ინციდენტი" PMC "ვაგნერის" მებრძოლებთან

პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები დაკეტავენ ბელორუსის საზღვარს, თუ მოხდება "კრიტიკული ინციდენტი" PMC "ვაგნერის" მებრძოლებთან - პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრი მარიუშ კამინსკი.

 

„მოვითხოვთ მინსკის ხელისუფლებისგან, რომ ვაგნერის ჯგუფმა დაუყონებლივ დატოვოს ბელორუსის ტერიტორია, ხოლო უკანონო მიგრანტებმა დაუყოვნებლივ დატოვონ სასაზღვრო ზონა და დაბრუნდნენ სამშობლოში. თუ კრიტიკული ინციდენტი მოხდება, იქნება ეს პოლონეთთან თუ ლიტვასთან საზღვარზე, ჩვენ დაუყოვნებლივ ვუპასუხებთ. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც აქამდე იყო გახსნილი, დაიკეტება“, - განაცხადა მან.