1. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიკაცია მოხდა, გენეტიკური გამოკვლევა არ ჩატარებულა, რატომღაც პრიგოჟინის ოჯახის წევრებიდან და ახლო ნათესავებიდან არავინ აღმოჩნდა რუსეთში.
გარდა ამისა, რა სახის იდენტიფიკაციაზე შეიძლება ვისაუბროთ, თუ ცხედრები ფაქტობრივად დაფერფლილია.
( როგორც ამას რუსული და არა მხოლოდ რუსული მედია იუწყება ).
ზოგადად, შეთქმულების თეორიის დონით და ვაგნერის განცხადებით, იდენტიფიკაცია არ არის სათანადო არგუმენტი. თეორიულად კი იდენტიფიკაცია მართლაც ადვილია, რაც ამ დრომდე არ განხორციელებულა.
2. ჭორები, რომ პრიგოჟინი ცოცხალია, გაამყარეს მალელმა ჟურნალისტებმაც, რომლებმაც თქვეს, რომ ვაგნერის დამფუძნებელი მალიში ცოცხალი ნახეს ავია კატასტროფის შემდეგ.
3. ის, რომ ეს შეიძლებოდა ყოფილიყო სპექტაკლი, მოწმობს ისიც, რომ პრიგოჟინი ერთხელ უკვე გარდაიცვალა კონგოში 2019 წელს. და ასევე ავიაკატასტროფაში. თუმცა, მაშინ პრიგოჟინი ნაკლებად პოპულალური იყო
ასე რომ ამის შესახებ თითქმის არავინ იცის, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.
პრიგოჟინი კიდევ ერთხელ "დაკრძალეს" 2022 წლის აგვისტოში. გავრცელებული ინფორმაციით, ის გარდაიცვალა ჰაიმარსის საშუალებით შტაბის დაბომბვის შემდეგ.
4. კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ინსტალაციაა იყოს, არის ის, რომ ყველაფერი ძალიან მარტივად ჩანს.
ვაგნერის სამივე მეთაური: პრიგოჟინი, უტკინი და ჩეკალოვი არასდროს დაფრინავდნენ ერთი და იმავე თვითმფრინავით აუხსნელია როგორ აღმოჩნდნენ პრიგონჟინი და უტკინი ერთ თვითმფრინავში.
უფრო მეტიც, პრიგოჟინი, ერთ თვიმფრინავში ჯდებოდა და ამ დროს კი მეორე რეისზე გადიოდა რეგისტრაციას.
5. მანამდე ამბობდნენ, რომ მეორე თვითმფრინავი იმავე მარშრუტით დაფრინავდა, როგორც პირველი, მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში, სინამდვილეში კი პეტერბურგიდან მოსკოვში დასაბრუნებელ რეისზე მიფრინავდა. ზოგი ამბობს, რომ თვითმფრინავი ცარიელი იყო, მეორე ვერსიით, თვითმფრინავში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (CAR) ორი მოქალაქე იმყოფებოდა. და ეს არის დამაფიქრებელი.
ჯერ ერთი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პრიგოჟინი თითქმის ეროვნული გმირია.
მეორეც, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვაგნერის PMC-ის მახლობლად დახურულ სოფელში არის ულტრათანამედროვე კლინიკა და სამი გერმანელი პლასტიკური ქირურგი.
მესამე, ივლისის ჩხრეკისას სანქტ-პეტერბურგის ვაგნერის ოფისში, აღმოაჩინეს მრავალი ცელოფანი და პასპორტები ევგენი პრიგოჟინის ფოტოთი და სხვა სახელებით და გვარებით.
მეოთხე, ბოლო დროს, პრიგოჟინთან დაკავშირებული ორგანიზაციები ყიდულობდნენ კრიპტოვალუტებს.
მეხუთე, იგივე მეორე თვითმფრინავი, რომელზეც დავიწყეთ საუბარი, ოსტაფიევოში დაშვების შემდეგ, ჯერ ბაქოში გაფრინდა, შემდეგ კი თურქეთში. თურქეთიდან კი შესაძლებელი იყო ნებისმიერი მიმართულებით ფრენა.
განსაკუთრებით იმ ოთხი პუნქტის გათვალისწინებით, რაც ზემოთ ჩამოვთვალე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეების, პლასტიკური ქირურგების, კრიპტოებისა და ყალბი პასპორტების შესახებ საფუძვლიან ეჭვებს აღძრავს პრიგოჟინის მიერ მისი გარდაცვალების შესაძლო გათამაშების შესახებ.
- ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08