img1


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარჯორი ტეილორ გრინმა მოითხოვა სასწრაფო გამოძიება უკრაინაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერის კორუფციული საქმიანობის შესახებ

„იმპიჩმენტის გამოძიება უნდა გვქონდეს როგორც კი კონგრესი კვლავ შეიკრიბება სექტემბერში“, - დაწერა მან X-ზე ( Twitter).

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა მარჯორი ტეილორ გრინმა მოუწოდა კონგრესს დაიწყოს გამოძიება აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საქმეზე.

 ასეთი განცხადება მან უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის ვიქტორ შოკინის FOXNEWS - სთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ გააკეთა, სადაც შიკინი ამბობდა, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელი კორუფციაში იყო ჩართული.

 „ჩვენ უნდა დავამტკიცოთ იმპიჩმენტის გამოძიება“, - წერს გრინი ტვიტერის გვერდზე.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს უნდა გაკეთდეს პირველივე ყრილობაზე სექტემბერში.

მანამდე უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა შოკინმა ბაიდენი კორუფციაში დაადანაშაულა.

გრინმა ასევე განაცხადა, რომ რესპუბლიკელებს სურთ შეერთებული შტატების ჩათრევა უკრაინის კონფლიქტში.

- ირაკლი ჯანყარაშვილი