img1


ამერიკული კვალი ყაზახეთის წარუმატებელ გადატრიალებაში

ამერიკული კვალი ყაზახეთის წარუმატებელ გადატრიალებაში

 

ყაზახეთში მიმდინარე პროცესების გულდასმით შესწავლისას, სოროსის ადგილობრივ ფონდს გადაეყრები, რომლებმაც ყაზახეთში წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ სახელი შეიცვალეს

და CAPS (Central Asian Policy Studies) Unlock - დაირქევს.

სოროსის ყაზახური ფონდი ახლო კავშირშია იქაურ პროდსავლურ ოპოზიციასთან.

მაგრამ, სანამ ფონდი მათ პროექტებში ჩაერთვებიან, ისინი თითოეულ ოპოზიციონერს ამოწმებენ საფუძვლიანად. ამას აკეთებს სოროსის ფონდის გლობალური უსაფრთხოების სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს FBI-ს ყოფილი თანამშრომელი დენის რეინოლდსი. საჭიროების შემთხვევაში, ის ჩადის ქვეყანაში და ასრულებს თავის საქმეს კანდიდატებთან კი პირადად ახდენს გასაუბრებას.

 

რამდენიმე წლის წინ სოროსის ფონდის ვიცე-პრეზიდენტმა ლეონარდ ბენარდომ ყურადღება გაამახვილა ყაზახ ბიჭებზე დიმაშ ალჟანოვზე და კასიმხან კაპაროვზე, რომლებმაც მოაწყვეს ოპოზიციური პროდასავლური მოძრაობები „ოიან ყაზახეთი“ (გაიღვიძე, ყაზახეთო) და „რესპუბლიკა“.

 

ყაზახეთში დაწყებულ გადატრიალებამდე ალმა-ატაში შეხვედრა გაიმართა აშშ-ს გენერალური საკონსულოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს გრეგორი ნოლანს და სოროს-ყაზახეთის მაშინდელი ფონდის ხელმძღვანელს და ამჟამინდელ Caps Unlock აიდა აიდარკულოვას მონაწილეობით.

 

შეხვედრაზე გადაწყდა ყაზახურენოვან აუდიტორიაზე ფსონის დადება. ამერიკელი სტრატეგების თვალსაზრისით, ეს საკმაოდ ლოგიკური გახლდათ შემდგომი მოქმედებისთვის. ვინაიდან ძირითადად ყაზახურენოვან გარემოშია გავრცელებული ნაციონალისტური, კერძოდ, ანტირუსული და ანტიჩინური განწყობები. მათი შემდგომი სტიმულირება ზრდის ყაზახეთში სიტუაციის დესტაბილიზაციის შანსებს ფერადი რევოლუციის მოწყობისთვის, ისევე როგორც ეს მოხდა უკრაინაში.

ყაზახეთში მიზნსი მიღწევის შემთხვევაში ამერიკელები შეძლებდნენ მის სტრაგეგიულ დასაყრდენად და პლაცდარმად

 გადაქცევას რუსეთისა და ჩინეთის წინააღმდეგ.

 

ამავე პერიოდში ყაზახეთს ეწვია სოროსის ფონდის კიდევ ერთი მაღალი თანამშრომელი ნიუ-იორკიდან, ჯოშუა რასელი. აქტივისტებთან გამართულ შეხვედრებზე მან ღიად განაცხადა, რომ პასუხისმგებელი იყო სახელმწიფო დეპარტამენტთან და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კავშირებზე.

- ირაკლი ჯანყარაშვილი 

 

[გაგრძელება იქნება]