არსებობს მხოლოდ ორი
ომის ან მშვიდობის გზა, არ არსებობს მესამე და მითუფრო გარეძალები, რომელათა ლოდინშიც, (აი ეხლა მოვლენ და აღგვიდგენენ ტერიორიულ მითლიანობას) 30 - წელზე მეტი გავიდა, ჩვენ კი ამდროის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ქართული მიწა დავკარგეთ, ღალატი რომ ვერაფრით "გაპრავდა", ქართულ სოფლებზე მიშამ უკრაინიდან მოგვაძახა ქვაღორღი იყო რას დაეძებთო.
წარმოგიდგენიათ, მთავარსარდალი რომლისთვისაც ქართული მიწა კლასიფიცირებულია და თუ ცოტას ვინმე ჩამოგვაჭრიდა ახედ - დახედავდა და არ იღელვოთ ხალხნო, ეს ხომ უბრალოდ ქვაღორღი არისო.
( ალბათ ასეთი ქვაღორღი იყო მისთვის დავით გარეჯიც აზერბაიჯანს, რომ მიჰყიდა )
ომის შემდეგ აღებულ 5 - მილიარდ დოლარს სუნი არ ჰქონდა, ქვაღორღი გაყიდა 5 - მილიარდათ, იქედან ჩვენს დევნილებს "ნიფნიფის" სახლები ჩამოურიგა, ეს კოტეჯებია მალე დაგაბრუნებთო. თუმცა დაბრუნებას ვინ ამბობს მათი რიცხვი, რომ არ გაზარდა.
ჯანდაბაშიც წასულა და სულიც გამძვრალა სააკაშვილს, თუმცა დღეს რას ვაკეთებთ ან სად ვართ აი ეს თუ გვესმის ?
პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა აფხაზებთან და ოსებთან დაახლოებისთვის ?
პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შემდეგ მცირედი
იმედი მომეცა, რომ საკითხები რომლებიც გვაწუხებს არა სადღაც ბრიუსელ - ვაშინგტონში არამედ იქ დაისმება სადაც რეალურად არის შესაძლებელი მოხდეს მათი გადაწყვეტა.
გაგრძელებად კი აუცილებლად მოსკოვში ჩასვლა ან თუნდაც ანკარაში, ბაქოში, ასტანაში, საერთოდაც მინსკში საქართველოს და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა უნდა იყოს.
ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ პუტინი რომელიღაც მარველის პერსონაჟს ჰგავდეს და ბოროტების განსახიერება იყოს, როგორცსაც ხატავს ლიბერალური მედია, რუსეთის პრეზიდენტია ატომური ზესახელმწიფოს და შესაბამისი ინტერესებიც გააჩნია, რომლებიც ესმის, რომ არ უნდა დათმოს.
საქართველოსგან განსხვავებით, სადაც ქვეყნის ინტერესები "პოლიტიკურმა ელიტამ" დასავლურ გრანტებში გაცვალა.
- ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08