img1


როგორია სპეცსამსახურების ბიუჯეტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?

სპეცსამსახურების ნამდვილი ბიუჯეტი, როგორც წესი, არა მხოლოდ გადასახადის გადამხდელებისთვის გახლავთ საიდუმლო,

არამედ თვითონ სპეცსამსახურებში მომუშავე ძალიან ბევრი კადრისთვისაც კი გასაიდუმლოებულია.

მიუხედავად ინფორმაციის ამგვარი გასაიდუმლოებისა საერთაშორისო პრესაში მაინც ჟონავს გარკვეული რიცხვები.

 

მაგალითად რუსეთში 2018 - წლის ბიუჯეტიდან სპეცსამსახურებს დაახლოებით 17.6 % - ი მოხმარდა, მომდევნო წელს კი ის 38.3% - ი გაიზარდა ეს ციფრი 2007 - წლის შემდეგ ყველაზე მაღალი აღმოჩნდა. 

 

აშშ-ს სპეცსამსახურების ბიუჯეტი გაცილებით გამჭვირვალედ გამოიყურება რუსეთისგან განსხვავებით, ასეთი ინფორმაცია რეგულარულად ქვეყნდება იქ.

ასე რომ, 2017 წელს შეერთებულმა შტატებმა 68 მილიარდი დოლარი დახარჯა სადაზვერვო საქმიანობაზე და სადაზვერვო სტრუქტურების შენარჩუნებაზე, იტყობინება შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი და პენტაგონი.

2011 - წელს კი აშშ - მ 80 მილიარდი გამოიყო 17 ამერიკული სადაზვერვო სააგენტოსთვის.

გახმაურებული ტერაქტების შემდეგ ვაშინგოტონში ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებისთვის ფული არ ენანებათ და მათი ბიუჯეტი ყოველ მომდევნო წელს იზრდება.

- ირაკლი ჯანყარაშვილი