ქართულ - რუსულ ურთიერთობების აღდგენა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პირველ რიგში კი ეს ქართულ ეკონომიკას სჭირდება.
ჩვენი ქვეყანა დგას ტურიზმზე და სოფლის მეურნეობაზე, ჩვენს ნაწარმს კი არავინ ყიდულობს ევროპაში და ამერიკაში, გვიწესებენ გაუგებარ სტანდარტებს და ყველაფერთან ერთად გვაქცევენ უსამართლო შეზღუდვებში.
ამერიკა, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად პოზიციონირდება დღემდე არ გვიფორმებს სავაჭრო ხელშეკრულებას და არ გვაძლევს საშუალებას ქართული ნაწარმი გავიდეს ამერიკულ ბაზარზე.
რა თქმა უნდა საქართველოში ვერც ამერიკელ ტურისტს ვხედავთ.
გარდა იმისა, რომ ჩვენთვის რუსული ბაზარი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენ დღემდე ვყიდულობთ რუსულ ნავთობ პროდუქტებს, ხორბალს და ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ტრუზმი მთლიანად რუს ტურისტებზე გახლავთ დამოკიდებული.
სწორედ ამიტომ "კოლექტიური დასავლეთი" თავისი აგენტურით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ბზარები შეიტანოს ქართულ - რუსულ ურთიერთობებში და ამით დესტაბილაზიციასთან ერთად მიიღონ ეკონომიკურად კიდევ უფრო სუსტი საქართველო, რომლის დამორჩილებაც გაცილებით მარტივი იქნება მათთვის.
მე როგორც ბიზნესმენს კარგად მესმის თუ როგორ სჭირდება ჩვენს ქვეყანას რუსული ბაზარი, რომელსაც პრაქტიკულად ალტერნატივა არ გააჩნია მსოფლიოში - ზეზვა ჩანქსელიანი.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08