img1


რისთვის გვექაჩებიან ისეთ სამხედრო ალიანსში, რომელიც არ აპირებს ჩვენს დაცვას, როგორც არ დაიცვა უკრაინა!

_ " ნატოს გენერალურ მდივანს თუ დავუჯერებთ, მის სიტყვებში ნათლად იკითხებოდა, რომ ნატოს ღია კარში არც უკრაინას და მით უფრო არც საქართველოს არავინ შეუშვებს.

უკრაინამ ჯერ ომი უნდა მოიგოს და შემდეგ შემოვა ღია კარშიო, რა გამოდის უკრაინამ ომის მოგების შემდეგ აღიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რასაც ბუნებრივად მოჰყვება რუსეთის დაშლა და ამის შემდეგ გაწევრიანდეს იმ ალინასში, რომლისკენაც სწრაფვას ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე შეწირა. "

 

_ " უკრაინის მაგალითით ვისწავლოთ უნდა : 

ჩვენთვის მთავარი არა რომელიმე ბლოკში გაწევრიანება არამედ უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა გახლავთ, ალიანსის არცერთი მუხლი არ ითვალისწინებს და რა თქმა უნდა არცერთი წევრი სახელმწიფო თვლის თავს ვალდებულად იბრძოლოს ჩვენთვის, მითუფრო ისეთი სამხედრო შესაძლებლობების პატრონთან როგორიც რუსეთია. 

უფრო მეტიც არა თუ ომს აპირებენ მასთან არამედ, დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტასაც კი არავინ ჩქარობს. 

აღარაფერს ვამბობ სავჭრო ურთიერთობებზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავეს."

 

_ " და რა გვინდა ჩვენ ? 

სამიტიდან სამიტამდე ველოდოთ მაპს ? თუ ყოველ მათ მქუხარე აღშფოთებას თვალებში შეციცინებით ველოდოთ და უსახური განცხადებების იმედი გვქონდეს აი ხვალ თუ ზეგ შევაღებთ ღია კარს, აი რომ შევაღებთ რუსეთიც დაიშლება და რომ დაიშლება (რასაც ზუსტად ეს ხალმწოფოები არ დაუშვებს) ჩვენ აღვიდგენთ ტერიტორიულ მთლიანობას და აქ კითხვა?: თუ ეს სცენარი , რომელიც ყოველგვარ ლოგიკას არის მოკლებული ასრულად, მაშინ რა გვესაქმება ნატოში ?

ვისგან უნდა დავიცვათ თავი ?

მანამდე კი არსებობს კითხვები, რომლებიც უნდა დაისვას!

1. ვის ვებრძოდით ავღანეთში და ვის ინტერესებს შევწირეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცების სიცოცხლე ?

2. რას ემსახურებოდა ის პროვოკაციული წვრთნები, რომლებიც ნატოს დროშის ქვეშ ტარდებოდა საქართველოში ?

3. როგორ ახერხებს ზემოთხსენებული ალიანსის წევრი სახელმწიფოები იმ რუსეთთან დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებას, რომლის პრეზიდენტიც დამნაშავედ და სამხედრო ოპერაცია ტერორისტულაქტად გამოაცხადეს.

 

_ " და ერთი რაც დანამდვილებით ვიცით, აღარასდროს გავიმეორებთ სამხედრო დამნაშავის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაგეგმილ მსგავს პროვოკაციებს და აგვისტოს ომი უკანასკნელი ომი იქნება საქართველოსთვის."

 

_ " თუმცა ვისღა უკვირს მათი ორმაგი სტანდარტები და თვალებშიც ნაცრის შეყრა, რომელიც უკვე 30 - წელზე მეტია გრძელდება. "

- ირაკლი ჯანყარაშვილი