img1


08.08.08 - ზელენსკი კი მკვდარ საქართველოზე სცენიდან რუსი ოლიგარქების გასამხიარულებლად "ღლიცინებდა" , ყვებოდა როგორი მხდალი და "ქვეშაფსია" სარდალი ჰყავდა საქართველოს და ამას ქართული დროშით ხელში აკეთებდა

08.08.08 - ზელენსკი კი მკვდარ საქართველოზე სცენიდან რუსი ოლიგარქების გასამხიარულებლად "ღლიცინებდა" , ყვებოდა როგორი მხდალი და "ქვეშაფსია" სარდალი ჰყავდა საქართველოს და ამას ქართული დროშით ხელში აკეთებდა.

 

წელს რატომღაც ამით დავიწყებ და კიდევ ერთხელ გამოვეხმაურები ომს, რომელიც ძალიან მძიმე გადასატანი აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის და დღემდე ვიშუშებთ იარებს, რომლის მოყენებაშიც მხოლოდ მოსკოვს როდი ვადანაშაულებ.

 

"სააკაშვილის რეჟიმს" , რა თქმა უნდა შეეძლო ომის თავიდან აცილება, თუმცა ამას როგორ გააკეთებდა ის, ხომ სწორედ ამ მისიის შესასრულებლად მოიყვანეს ხელისუფლებაში თავისმა დასავლელმა პატრონებმა და ამავე პატრონებმა 2013 - წელს უკრაინაში გადაისროლეს მაიდანის მხარდასაჭერად და შემდეგ ისევ საქრთველოში შემოაბრუნეს ახალი ომის გასაჩაღებლად.

 

ეხლა მოკლედ, რაც შეეხება იმ სპეკულაციებს, რომელსაც ვისმენთ " ჯალათი ნაცების მედია რესურსებიდან " , თურმე ომი 07 - აგვისტოს

 

დაიწყო.

 

1. " სააკაშვილის რეჟიმი ომის დაწყების თარიღად 08 - აგვისტოს გვიცხადებდა და ეს არქივებშიც კარგად ჩანს "

 

2. " სპეკულაცია და უტიფრობა მეორე : < ნუიტყვი და თურმე ევროკავშირი, აშშ, და კიდოოოო 73 - ევროპული და არაევროპული სახელმწიფო ომის დაწყების თარიღად 07 - აგვისტოს აღიარებენ, ასე პირდაპირ იძახიან 7 'აგვისტოს მოხდაო, ეს ქვეყნები კი 15 - წელია ღშფოთავენ, თრთოლავენ, გმობენ და სახეს იხოკავენ "რუუუუსეთიიი" ოკუპანტი, მოძალადე და აგრესორიაო.

 

მასთან სიტყვა არ დაგცდეთ და ხელი არ წაგიცდეთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე სასაუბროდო.

 

ამ აგრესორთან კი : ეს ზემოხსენებული სახელმწიფოები 15 - წელია ვაჭრობენ, ყიდულობენ ხორბალს, გაზსს, რკინას, ნავთობს და ათობით სხვადასხვა სახისი მინერალებს, რომლებიც ასე სჭირდება ევროპულ ეკონომიკასა და ინდუსტრიას.

 

თავისი სამრეწველო ნაწარმი შეაქვთ რუსულ ბაზარზე აბა ეხლა დაიკარგება 150 - მილიონი კლიენტი ?

 

რუს ტირისტებსაც ელოდებიან წლიდან - წლამდე, აბა ეხლა ტურიზმს ხომ არ დააქცევენ ?

 

3. სპეკულაცია მესამე : თურმე ამდენი ზემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოები ერთხმად გმობენ რუსულ აგრესიას და ჩვენ გვერდით არიან აგერ უკვე 15 - წელია.

 

სინამდვილეში კი

 

რატომღაც მათთვის ქართული მიწა, მიწა არ აღმოჩნდა, ჩვენი ტრაგედი კი ტრაგედიად არ აღიქმებოდა. 

 

ერთი სანქციაც კი არავის დაუწესები რუსეთისთვის, არცერთ ქვეყანაში და მითუფრო უკრაინაშიც (2009 - წლის 9 - მაისს უკრაინულმა ჯარმა, მოსკოვში გამართულ აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა, საქციებს და მეორე ფრონტს ვინღა დაეძებს, ამასთან ერთად იმ უკრაინელ ბოევიკებს რომლემებიც მოხალისეებად იბრძოდნენ, სააკაშვილის ნათლიმირონმა იანუკოვიჩმა მუსრი გაავლო. 

 

თითქმის ყველა მათგანი დემონსტრაციულად, სამაგალითოდ დაისაჯა)

 

არ შეგვხვედრია ქართული დროშებით სავსე ქუჩები. 

 

არავის ხელი არ წაცდენია ჰუმანიტარულ დახმარებაზე გარდა აშშ - სა, ვაშინგტონში იფიქრეს, მაგათ ეხლა ეწყურებათო და ბათუმის პორტში ათასობით ლიტრი წყალი გამოგვიგზავნა.

 

აი ასე, 15 - წელი გავიდა, დღემდე ღშფოთავენ, თრთოლავენ, თრთთიან, კვნესიან და ოხრავენ. დღემდე ხელში გვიჭირავს "მაპზე უკეთესიც" და ნატოს კარიც, ხომ ღიაა ... ღიააა და ჩვენ მთავარია შევიდეთ. როდის ? არა მთავარი როდის არ არის, მთავარია, ხომ ღიააა... - ირაკლი ჯანყარაშვილი