img1


ზელენსკი "სადაც ნატოა, იქ ომი არ არის"

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, არგენტინულ გამოცემა Nacion-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანა უსაფრთხოების მიზნით ალიანსში გაწევრიანებას ცდილობს.

მისი თქმით, "სადაც ნატოა, იქ ომი არ არის" და უკრაინას არ სჭირდება შეერთებული შტატებისა და სხვა სახელმწიფოების ბაზები მის ტერიტორიაზე.

"ნატო უკრაინას შეტევაზე გადასასვლელად არ სჭირდება, ალიანსი ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დაცვისთვის გვჭირდება. ნატო უსაფრთხოების ასოციაციაა, და მის ტერიტორიაზე ომი არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.