img1


" ტრაგედიებით ბედნიერნი "

_ " გიენა აფთრისებრთა ოჯახის წევრია, მტაცებელი, რომელიც ძალღონით არ გამოირჩევა არც ფიზიკურად არის დიდი, სწორედ ამიტომ გამორჩეული ტაქტიკა აქვს საკვების მოპოვების და ეს ტაქტიკა გუნდური მუშაობის პრინციპს ემყარება.

რამდენიმე ათეული გიენა ჩასაფრებით ესხმის თავს მსხვერპლს.

გიენებს განსაკუთრებით იზიდავთ ლეში, რომლის მოსაპოვებლადაც ენერგია სულაც არ სჭირდებათ.

 

_ " თავისი ხასიათით სწორედ, რომ ამ ცხოველს მაგონებს ტიპიური "ნაც-ჟურნალისტები" თავიანთი "ბოსებითურთ" , არ შეუძლიათ მონადირება და სხედან ჩასაფრებულნ ლეშის მომლოდინეები კბილებს აკაწკაწებენ და აი როგორც კი საბაბი მიეცემათ მაშინვენ ავლენენ შესაბამის ხასიათს."

 

_ " აი მაგალითად ისეთი ჟურნალისტისთვის, როგორც თეა ადეიშვილის მსგავსი იდეური ნაცია, რომელიც ბელადის პოსტულატებს თავს შესწირავს, რა თქმა უნდა ნებისმიერი ტრაგედია უბრალოდ "ჯეკპოტია" მისთვის, რომელიც დაეცა და ამით გახარებულს შუბლის ძარღვის არსებობა ავიწყდება და გიენის - აფთრის ინსტიქტი იღვიძებს მასში."

 

_ " ისეთი ფსიქიკურად შერყეულისთვის როგორიც თაკო ჩარკვიანია ტრაგედია აქციის გამართვის მიზეზადაც კი შეიძლება გადაიქცეს.

სულრამდენიმე საათში მოახერხა და შეითავსა 

"სინოპტიკოსობა, გეოლოგობა" არც აცია - არც აცხელა და პარლამენტთან გავარდა, გადადგეს ღარიბაშვილიო. "

 

_ " მხოლოდ "ნაცი" თუ შეძლებს ყველა უბედურებით სარგებელი ნახოს, ყველა უბედურება საკუთარ ინტერესებს მოარგოს და ბოლომდე ისარგებლოს ამით."

 

_ " მხოლოდ "ნაცსს" თუ გაახსენდება ასეთ დროს მიშა და მხოლოდ "ნაცი" თუ შეძლებს ისურვოს მეტი მსხვერპლი, მეტი დაღუპული და ინატროს ტრაგედიები, რომლითაც შემდეგ თავიანთი მძიმე წარსულის გადაფარვას შეეცადონ. 

მხოლოდ ამ კასტას აქვს უნარი ინატროს, ბავშვების სიკვდილი.

ღიად და საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი ლტოლვა გვამების მიმართ და არც კი დამალონ, რომ უფრო მეტსაც კი ისურვებდნენ."

 

_ " და მხოლოდ მათ შეუძლიათ ასეთ მძიმე წუთებშიც კი <რუსუუულ კანონზე> ისაუბრონ, იკადრონ უკადრებელი და ცილისწამების, ტყუილის დახმარებით სურათი დაამძიმონ,

( მათთვის მთავარი ხომ აღქმებია და არა ფაქტები ) ისევ ჩვეულ ფორმაში მოაწყონ პროვოკაციები და გათვლები ისევ ქვეყნის არევაზე გააკეთონ."

- ირაკლი ჯანყარაშვილი