_ publicist.ge - ს ოპოზიციიდან წყარო უყვება, რომ ნიკა მელია შემოდგომაზე პარტიაში რევანშვისთვის ემზადება და მთავარი ჩანაწერების გასაჯაროვებას აპირებს.
გეგმა შემდეგია, ტვ - პირველი უზრუნველყოფს მელიას საინფორმაციო მხარდაჭერას და მთავარი დარტყმები ხაბეიშვილის წინააღმდეგ აქედან განხორციელდება.
ვატო წერეთელსა და ნიკა მელიას შორის შუამავლის ფუნქციას მამუკა ხაზარაძე ასრულებს, რომელსაც ამბცია აქვს ლელო მთავარ ოპოზიცოურ პარტიად გარდაქმნას, ამისათვის კი ნაცმოძრაობის საბოლოო დისკრედიტაცია უნდა მოხდეს.
_ " ნაცმოძრაობის ჩატებიდან "სქრინები" ნიკა მელიამ გამოიტანა და ტვ - პირველს გადასცა, ეს კი იმის მანიშნებელი იყო, რომ დანებებას არ აპირებს და წინ უფრო სკანდალურ მასალებს გაასაჯაროვებს.
მელიას ხელში დოკუმენტებია, რომლითაც დგინდება თუ ვის რამდენს უხდიდა პარტია სააკაშვილის ქებადიდებაში.
მელიას ხელშია ასევე ჩანაწერები, რომელშიც ლევან ხაბეიშვილი თემურ ალასანიას შეურაცხყოფას აყენებს და ითხოვს თანხების გადმორიცხვას საპროტესტო აქციებისთვის.
ჩანაწერში ისმის გინება, ხაბეიშვილი ასევე ამბობს, რომ თუ პარტია მარტო კეზერაშვილმა უნდა დააფინანსოს და პარტიამ მხოლოდ სააკაშვილი უნდა ახსენოს ის ამას არ გააკეთებს და პარტიულ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ სააკაშვილის ირგვლივ დღისწესრიგს აღარ ააწყობენ."
_ " რას ემსახურება ჩანაწერების ტვ - პირველის მიერ გასაჯაროვება ?
ოპოზიციურად განწყობილი მედია, მთავარ ოპოზიციურ პარტიას სააკაშვილის ღალატში ამხელს და ნიკა მელიას საფუძვლიან მიზეზსს აძლევს პარტიის ხმაურიანად დატოვების.
ასევე ფაქტებით მტკიცდება, რომ პარტიას კეზერაშვილი და მერაბიშვილი კულისებიდან მართავს."
- ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08