img1


თამარა ჩერგოლეიშვილი ითხოვს ძალაუფლება დემოკრატიულმა ძალებმა მოიპოვოს

"რა თქმა უნდა ისეთმა დემოკრატმა და ადამიანის უფლებების უკვდავმა მცველმა როგორცი მისი მეუღლე გიგა ბოკერია გახლავთ."

 

"სანამ არ ამოვძირკვავთ რუსულ რეჟიმს და დემოკრატიული ძალა არ მოიპოვებს ძალაუფლებას, ასე იქნება" - თამარა ჩერგოლეიშვილი.

 

ვინ იგულისხმება დემოკრატიულ ძალებში | 

"მერაბიშვილ - ადეიშვილ - ბოკერია" დემოკრატიული მმართველობის პრინციპები კი შემდეგია :

" ვარბევთ და ვარეკეტებთ კრიტიკულ მედიას, ქუჩაშებში უმოწყალოდ ვხოცავთ ახალგაზრდებს, ვარბევთ აქციებს.

საპატიმროებში ვაბრუნებთ წამება - გაუპატიურების სცენებს."

 

" ბიზნესი ხომ ამ ტოტალიტარულ რეჟიმში ზედმეტად თავისუფალია, სასწრაფოდ ვიბარებთ მსხვილ - წვრილ ბიზნესმენებს და ევროპული სტანდარტების სრული დაცვით, ვაშანტაჟებთ, ვავერბოვკებთ, ვაშინებთ და ასე ვართმევთ ყველაფერს, ეს არ კმარა სრული დემოკრატიისთვის და სასამართლო სისტემას მთლიანად გადავცემთ დემოკრატიულ ძალებს და გამამართლებელი განაჩენების (საბჭოთა სტილში) გამოტანას ვკრძალავთ."

 

" მეგის ქარდავას ვნიშნავთ სახალხო დამცველად, მასტერას გენერალურ პროკურორად "

 

და ჩვენ აუცილებლად გავხდებით ცივილური სამყაროს ნაწილი, შურით და ბოღმით გასკდება პუტინი, ინფარქტს მიიღებს ლუკაშენკო და საბოლოო დარტყმას კი მეორე ფრონტის გახსნით მივაყენებთ.

ჯარს კი რა თქმა უნდა თავად ბოკერია უსარდლებს, რომელიც ალყაშემორტყმული მოსკოვიდან წერილებს გამოგვიგზავნის, ამ წერილებს კი მომავალში თავის მემუარებში ციტატებად დაურთავს " ჩერგო ". 

 

● ირაკლი ჯანყარაშვილი