_ " publicist.ge - მ მოიპოვა გახარიასა და კეზერაშვილს შორის ახალი გარიგების შესახებ ინფორმაცია, როგორც ირკვევა 2024 - წლის არჩევნებისთვის გიორგი გახარია ყოფილი თავდაცვის მინისტრისგან მორიგი ფინანსური მხარდაჭერის იმედზე და არწმუნებს, რომ ის მინიმუმ 10% - აიღებს და ამით ქართულ ოცნებას ხმების იმ პროცენტებს წაართმევს, რომელიც უმრავლესობის შესაქმნელად არის საჭირო."
_ " კეზერაშვილის და გახარიას შეხვედრა აგვისტოში საფრანგეთში არის დაგეგმილი, ამ შეხვედრას ხაბეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და ადეიშვილი უნდა დაესწრონ სადაც საბოლოოდ მოხდება 2024 - წლისთვის საარჩევნო ტაქტიკის შემუშავება."
_ " მანამდე კი ნათია მეზვრიშვილის მსტოვრობით გრძელდება მოლაპარაკებები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, კეზერა გეგმავს ტვ - პირველს გაუზარდოს დაფინანსება და გახარიას პიარსამსახურში ჩააყენოს."
_ " საარჩევნო სტრატეგია კი შემდეგი ექნებათ, ნაცმოძრაობა თავის ამომრჩეველზე იმუშავებს, გახარია გაზრდილი დაფინანსებით კი ქართული ოცნების მხარდამჭერების გადმოპირებას გააგრძელებს, ოღონდე ეს კოორდინირებულად უნდა მოხდეს და რეგიონებში ერთმანეთს ხელი არ უნდა შეუშალონ."
_ " კიდევ ერთი გეგმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დარჩენილი გახარიას კადრების ამუშავებაც გახლავთ, რომლებიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ამბოხს გეგმავენ და აპირებენ თავმჯდომარეს უნდობლობა გამოუცხადონ, ამას ნაცმოძრაობის განცხადებები უნდა მოჰყვეს და შემდეგ საერთაშორის ორგანიზაციებიდან თუ ევროპარლამენტიდან ერთმანეთის მიყოლებით განცხადებების გავრცელება, რომ თურმე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ავტორიტეტი დაკარგა მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ცნობენ ".
_ " სწორედ საჭირო დროს დაიწყო ქართულმა ოცნებამ ცესკოს შიგნით რეფორმების გატარება და უსახური კადრებისგან გაწმენდა, თუმცა როგორც კი ამას დაასრულებს დასავლეთიდან წამოვა პირველი სიგნალები, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ ახალ ადმინისტრაციას."
_ " ნათია მეზვრიშვილი დღემდე აქტიურად მუშაობს დასავლეთში არჩევნების შედეგების კითხვითი ნიშნის ქვეშ დაყენებისთვის და სწორედ გეგმა "ბ" - ც ეს არის, ევროპარლამენტარები გაილაშქრებენ საქართველოში ჩატარებული არჩევნების წინააღმდეგ, თუ რა თქმა უნდა სასურველი შედეგი არ დაიდება."
● ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07