img1


ვიქტორ ორბანმა დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეცდომა უწოდა

უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან უკრაინის სამხედრო რესურსი "რუსებზე ადრე ამოიწურება", - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა.

 

ამასთან, მან პუტინს არ უწოდა ომის დამნაშავე და აღნიშნა, რომ ეს ხელს შეუშლის მოლაპარაკებების პროცესს.

უკრაინა ვერ მოიგებს ამ ომს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა პუტინს ომის დამნაშავედ მოხსენიებაზე და უკრაინას უწოდა ქვეყანა, რომელმაც „სუვერენიტეტი დაკარგა“. 

ამასთან ერთად ვიქტორ ორბანმა დასავლეთის ქვეყნების მიერ კიევისთვის იარაღის მიწოდებას შეცდომა უწოდა. 

მისი აზრით, უკრაინას საომარი მოქმედებების გაგრძელება და მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა მხოლოდ დასავლური იარაღისა და აღჭურვილობის წყალობით შეუძლია. 

ამის შესახებ ორბანმა გერმანულ გამოცემა Bild თან, მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

 "უკრაინამ შეწყვიტა არსებობა როგორც

 სუვერენულმა სახელმწიფომ. მათ არ აქვთ ფული. მათ არ აქვთ იარაღი. მათ შეუძლიათ მხოლოდ ბრძოლა, რადგან ჩვენ მათ დასავლეთში ვუჭერთ მხარს. ასე რომ, თუ ამერიკელები გადაწყვეტენ, რომ მშვიდობა სურთ, მშვიდობა იქნება", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

 

● ირაკლი ჯანყარაშვილი