img1


ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, გარდაუვალ დაღუპვამდე მიიყვანდნენ საქართველოს

რუსეთში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ მინისტრობის პერიოდში საქართველოს აქვს უნარი ნებისმიერ გარე თუ შდა გამოწვევებს გაუმკლავდეს.

 

კიდევ ერთხელ დავრწუმნდი, რომ შეგვიძლია "ფორსმაჟორულ" სიტუაციებს გავუმკლავდეთ, ვიმოქმედოთ ისე როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს სჭირდება და ხელისუფლება არ გადადგამს ემოციებზე დაფუძნებულ ქვეყნისთვის დამღუპველ ნაბიჯებს.

 

სანდო ხელშია სახელმწიფო!

 

"გუშინ ვნახეთ ის ოპოზიცია, რომელზეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მათი ნდობა არ შეიძლება, უფრო მეტიც თუ დავუშვებთ და ხელისუფლებას ჩავაბარებთ ისინი საქართველოს გარდაუვალ დაღუპვამდე მიიყვანენ".

 

_ "ანალიტიკოსებად და ექსპერტებად, რომ არ ვარგიან ჭკუა მაინც უნდა ყოფნოდათ და ცოტახანი გაჩუმებულიყვნენ.

თუმცა რა გააჩუმებთ იმ ხალხს, რომლებიც ჩასაფრებული ელოდებიან როდის აირევა ეს ქვეყანა, სისხლის სუნზე გიენებივით "სტარტზე,, დგანან და გულმოდგინედ უცქერენ, იქნებ და ეხლა მაინც გაუმართლოთ, იქნებ ეხლა მაინც დაიღვაროს სისხლი, აირიოს ქვეყანა და ამ ქაოსში როგორმე მოაჯდნენ ხელისუფლებას."

 

ეს ადამიანები რომ ყოფილიყვნენ გუშინ ხელისუფლების სათავეში, გარდაუვალ დაღუპვამდე მიიყვანდნენ საქართველოს.

 

აქ კი კარგი მხოლოდ ის არის, რომ ყოველდღე ვრწმუნდებით თუ როგორ შეუძლიათ ნიღბები ჩამოიხსნან და "ჰუმანური - მედასავლეთეებიდან" ნამდვილ სისხლისმსმელებად გადაიქცნენ.

 

● ირაკლი ჯანყარაშვილი