img1


ამ სტატიის მიზანი კი გვარამიას ფიგურის ირგვლივ საუბარი არ არის, რამდენადაც იმს ჩვენება თუ ვისზე აკეთებს ფსონს "კოლექტიური დასავლეთი"

2007 - წლის 7 - ნოემბერს, მაშინ როცა სააკაშვილის რეჟიმმა ჯერ რუსთაველზე სისხლისღვრა მოაწყო და ეს არ იკმარა, გაგრძელება იმედში სპეცრაზმის შეჭრით შემოგვთავაზა, ნიკა გვარამია მთავარი პროკურორის მოადგილის პოსტიდან გვამცნობდა, რომ იმედში სპეცრაზმი იმიტომ შეიჭრა რომ ის მიკერძოებული ტელევიზია იყოო...

"ამ მოვლნებამდე და შემდეგ კი ძალისმიერი მეთოდებით დახურეს| "მზე, იბერია, მფლობელს წაართვს რუსთავი 2, დაიჭირეს და ტერორიზმი დააბრალეს არა ერთ ჟურნალისტს".

ამ განცხადებას სავარაუდოდ არც კი ნანობს, რადგან ამაზე არანაკლების შემსწრე იყო როდესაც ნიღბიანი "შავ - ყვითელ" საწვიმარებში გამოწყობილი პოლიცია აქციას ბადრი პატარკაციშვილის გინების თანხლებით არბევდა.

9 - წელი საქართველო იყო რეჟიმის ტყვეობაში, 9 - წელი სააკშვილს საკუთარ შპს - დ ჰქონდა გადაქცეული ქვეყანა.

წამება; გაუპატიურება; რეკეტი; მედიაზე ზეწოლა; ამ ყველაფერს გვარამია ჯერ ძალოვანი სტრუქტურიდან გატრუნული უყურებდა, შემდეგ კი მინისტრის რანგში შეუმჩნევლად აგრძელებდა საამურ ცხოვრებას.

 

2012 - წლის შემდეგ ოპოზიციაში გადაბარგებულს ჯერ რუსთავი - 2 ჰქონდა მითვისებული, რომელიც დეზინფორმაციის სამჭედლოდ, ქართული კულტურის მაგინებელ და გარყვნილების მთავარ ციხესიმაგრედ აქცია.

ამავე ტელევიზიიდან ქართულ კულტურას, ქართულ ღვინოს, მართლმადიდებლობას გვიგინებდნენ.

ამასთან არა ერთხელ მიგვიყვანეს ომის ზღვარზეც.

ზურაბიშვილის გინებას აღარ ვიხსენებ, ისედაც სავსეა ინტერნეტ სივრცე.

 

ამ სტატიის მიზანი კი გვარამიას ფიგურის ირგვლივ საუბარი არ არის, რამდენადაც იმს ჩვენება თუ ვისზე აკეთებს ფსონს "კოლექტიური დასავლეთი", როგორ არჩევს ის განსაკუთრებულად ტოქსიკურ ფიგურებს, რომლებსაც, მოეთხოვებათ :

1. ქართველი ერის და კულტურის განსაკუთრებული ზიზღი.

2. მართლმადიდებლობის მტრობა, ყველაფერთან ერთად კი ეკლესიის წინააღმდეგ ღვაწლმოსილი მებრძოლიც უნდა ყოს.

ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი თუ ამათ აკმაყოფილებ, შენ შეგიძლია მწამებლიდან, მკვლელიდან და გამაუპატიურებლიდან, დემოკრატიის, ჰუმანურობის მამად გადაიქცე.