img1


ახალი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში, ნიკა მელია ჩანაწერების გასაჯაროვებით იმუქრება, რომელშიც ისმის თუ როგორ აგინებს ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს

ახალი დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობაში, ნიკა მელია ჩანაწერების გასაჯაროვებით იმუქრება, რომელშიც ისმის თუ როგორ აგინებს ლევან ხაბეიშვილი სააკაშვილს და ამბობს, რომ ის კეზერაშვილის მითითებებს გაყვება, რომელსაც საერთოდ არ ანაღვლებს სიმულიანტი მიშას ბედი.

 

publicist.ge - ს წყარო უყვება, რომ ხაბეიშვილის კაბინეტიდან პერიოდულად ისმოდა გინება, სიტყვიერი დაპირისპირება და ხშირად შეხლა - შემოხლაშიც კი გადადიოდა.

კეზერაშვილი ითხოვდა, რომ სააკშვილი ჩამოეცილებინათ პარტიული საქმიანობიდან.

შეხვედრას გიორგი ჩალაძეც ესწრებოდა, რომელიც აგრესიულობით გამოირჩეოდა და კეზერაშვილს ემუქრებოდა თუ სააკაშვილის გაწევდნენ ის ნაცმოძრაობის საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებდა.

 

ჩანაწერში ისმის გიორგი ჩალაძის ხმაც, რომელსაც ხაბეიშვილი სთხოვს, რომ თემურ ალასანიას ფინანსები გამოაყოფინოს.

პარტიას არ აქვს რესურის, რომ სააკაშვილის თავისუფლებისთვის იბრძოლოს და ყველაფერს სჭირდება ფინანსური მხარდაჭერა.

კეზერაშვილი კი არ აპირებს საკუთარი ფინანსები გაიღოს, "სიმულიანტი სააკაშვილის გამოსახსნელად, ის ისედაც ეხმარება მთავარ

არხს".

 

კეზერაშვილმა ხაბეიშვილს პოლიტსაბჭოს სააკაშვილის მხარდამჭერებისგან გაცხრილვა მოსთხოვა, ასევე ჩაიხსნა ყველა ის ფიგურა, რომელსაც შეეძლო ნიკა მელიასთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

მელიამ მოასწრო ამ ჩანაწერის გამოტანა, რომლის გასაჯაროვებითაც დღეს იმუქრება - გვიყვება ინფორმირებული პირი ნაცმოძრაობიდან.

 

● ირაკლი ჯანყარაშვილი