_ "უკანასკნელ პრემიერებს თუ გადავხედავთ ყველა მათგანს ერთი რამ ჰქონდათ საერთო და ეს უმოქმედობა იყო".
ფაქტობრივად ხელფეხშეკრულები ისხდნენ და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან გამოწვევებს ვერ ან არ პასუხობდნენ".
_ "უკანასკნელი კი საერთოდაც ისეთი მოღალატე გამოდგა, რომ ნიკა მელიას დაჭერაზეც კი უარი თქვა".
არ არსებობდა მაშინ ობიექტური მიზეზი თუ რატომ უნდა გადაედო მელიას დაკავების ოპერაცია.
თუმცა ხუხაშვილის რეკომენდაციით ჩანერგილისგან რა მოლოდინი უნდა გვქონოდა.
_ "კვირიკაშვილზე და ბახტაძეზე არაფერს ვამბობ, ისედაც თოჯინების მაგვარ სათამაშოებს წააგავდნენ, ბახტეძემ საერთოდ ფეისბუქით მოგვაძახა წავედი აბა... ჰეო".
_ " ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობას ყველაფერთან ერთად ის გეოპოლიტიკური ქარცეცხლი დაემთხვა, რომელშიც ჩვენს ჩათრევას ევროკავშირი და ვაშინგტონი უკრაინასთან ერთად ცდილობდნენ და ცდილობენ".
_ არ მახსენდება სხვა პრემიერების დროს ყოფოლიყო ზეწოლის ეს მაშტაბი, როგორსაც დღეს განიცდის საქართველო.
არც ერთი პრემიერი მახსენდება, რომელსაც ასე ორკესტრირებულად ესხმოდნენ თავს ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომლებიც აქტიურად ლობირებენ LGBT - პროპაგანდას და ევროპული ომის პარტიების შემადგენელი ნაწილები გახლავთ.
_ დღეს მათი მთავარი სამიზნე გაუტეხელი და უმართავი ირაკლი ღარიბაშივილია, რომელმაც შეძლო და საქართველო დანისპირზე მშვიდობით გაიყვანა.
შეძლო და თავისი დაუმორჩილებელი ხასიათით ამ ქვეყანაში დაეჯახა იმ ბოროტებას, რომლის მეტასტაზებიც თითქმის ყველა სფეროში ღრმად არის გავრცელებული.
_ უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა გარყვნილებას და ისტორიაში პირველად ხელისუფლება ფარად გადაეფარა ეკლესიას.
ასევე პირველად შევძელით მიგვეღწია და საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა თუ როგორი მომგებიანია ქვეყნისთვის სამშვიდობო პოლიტიკა.
შევძელით და საკადრისად შევეპასუხეთ "კოლექტიური დასავლეთიდან" წარმოგზავნილ ელჩობას, რომელთა სითავხედეც განუზომელია დღემდე.
შევძელით ქართული ხასიათის სიხისტის და პრინციპულობის გამოვლინება, ეკლესიასთან მებრძოლ გარყვნილი კასტისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენა.
შევძელით ოჯახის ინსტიტუტის დაცვა და გავხდით "გენდერულ იდეოლოგიის" წინააღმდეგ მებრძოლთა აუღებელი ბასტიონი.
_ სოწრედ ამიტომაც არის დღეს ირაკლი ღარიბაშვილი მათი მთავარი სამიზნე, რომელსაც მხოლოდ ერთი მთავარი მიზეზის გამო ვერ მოერევიან და ეს ქართველი ხალხის უპირობო მხარდაჭერაა!!!!
● ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07