img1


მოკლედ გეგმა (ა) ჩავარდა "ლოყებ შესრუტული, გაუპარსავი "ნივრიანი პურის" დიეტაზე დამჯდარი სარდალი უშედეგოდ ელოდა, ზვირთვით აგორებულ მხარდამჭერებს

მოკლედ გეგმა (ა) ჩავარდა "ლოყებ შესრუტული, გაუპარსავი "ნივრიანი პურის" დიეტაზე დამჯდარი სარდალი უშედეგოდ ელოდა, ზვირთვით აგორებულ მხარდამჭერებს

_ მოთქვამდნენ, ბღაოდნენ, ხაოდნენ, სახეს იხოკავდნენ და ლამის მიშას გასვენება მოგვიწყვეს.

მკვლელები, ჯალათები გვეძახეს.

რწმენაც დაგვიწუნეს და იქვე საპატრიარქოსაც ამუნათებდნენ, როგორ ბედავთ და ხმას არ იღებთ ჩვენი სარდალი რეჟიმს ეწირებაო.

 

_ პრემიერს სულ მკვლელი ეძახეს, ერთი წელი "ნივრიან პურზეც" კი დასვეს, ლოყების შესრუტვა ასწავლეს, გაუპარსავი დაუბანელი ათრიეს ეთერ - ეთერ.

კვდება კვდებაოოო... პუტინი კლავსო, ბიძინა კლავსო, ევროპას ვკარგავთო, აპოკალიფსს ელოდეთო...

არ გაგივათო!!!, თმის ღერიც რომ ჩამოუვარდეს წაგლეკავთო...

ფიზიკურად გამოვიხსნითო...

და ჰოიიი საიცრებავ :

ლუქსში მოთავსებულმა სააკაშვილმა ორმოცი დაავადება აიკიდა, თავისი დემენციით, შემდეგ სასწაულებრივ გადარჩა და ისევ გაახსენდა საქართველო.

გაახსენდა პუტინი, რომ თარეშობს ამ ქვეყანაში.

სასწრაფოდ შეწყვიტა "ფეკალიების გორგვლა" და დაგვიბრუნდა ჩვენი რეფორმატორი!!!

 

_ მოკლედ გეგმა (ა) ჩავარდა "ლოყებ შესრუტული, გაუპარსავი "ნივრიანი პურის" დიეტაზე დამჯდარი სარდალი უშედეგოდ ელოდა, ზვირთვით აგორებულ მხარდამჭერებს, თაკო ჩარკვიანის "მრავალასიათასიან" ამალას.

ხაბესაც ელოდა პალატაში შეჭრილს, ნაბადში გახვეულს, რომ გამოიტანდა.

თუმცა... იმედები გაუცრუვდა, მიხვდა რომ "დემენცია და ხაბე" ვერ უშველის...

ვერც გიული დედიკოს "ბოიფრენდმა უშველა".

_ ხოდა ეხლა გეგმა (ბ) - ს ჯერი დადგა და უკრაინაც გადაავიწყტდა, ფრონტის ხაზიც და ისიც კვარტალში ორ ჯერ უკრაინელი პოლიტიკოსი, რომ არის...

სამშობლოს სიყვარული მოუზღვავდა, პატრიოტიზმმა იფეთქა და ახალი ლაშქრობა დაანონსა პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ.

 

● ირაკლი ჯანყარაშვილი