მხოლოდ ფაქტები - ვინ ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას და ვინ არიან მთავარი მევახშეები.
გაჭირვებული ხალხის ძარცვის ხარჯზე - მმართველი ელიტის საკუთრებაში არსებულმა სამევახშეო კანტორებმა ( ბანკებმა) მარტო 2023 წლის 2 თვეში 400 მილიონი სუფთა მოგება ნახეს.
ოფიციალური დოკუმენტებით - საქართველოში მოქმედმა სამევახშეო კანტორებმა და კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს იანვარ-თებერვლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, 15-მა ბანკმა ჯამში 384 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 27%-ით მეტია.
მთლიანად მევახშეების - ბანკების მიერ მიღებული საპროცენტო და არასაპროცენტო შემოსავალი წელს 1.27 მილიარდი ლარი იყო, რაც წლიურ ჭრილში 24%-ით არის გაზრდილი.
მარტო 2 თვეში ხალხი გაყვლიფეს და ფულის გაპროცენტებით TBC - 130 მილიონი მოგება მიიღო , ხოლო საქართველოს ბანკმა 182 მილიონი
ამას ემატება ხალხისთვის დაყადაღებული სახლების , მიწების , ბინების და სხვა ჩამორთმეული ქონების აუქციონზე გაყიდვისგან მიღებული ასეულობით მილიონი
არჩევნების წინ თქვენთვის წართმეული მილიარდებიდან კაპიკებს გადმოგიგდებენ , ხახვს ან კარტოფილს დაგირიგებენ და ხმას ისევ ამ თქვენს მძარცველებს აძლევთ - სწორედ ამას ქვია მონობა , კლასიკური სახით
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07