img1


საქართველოსადმი გაშმაგებული სიძულვილი

სანქციების თემა უკვე სიმპტომატური გახდა _ სანქციების მანიით შეპყრობილი აშშ და ევროსტრუქტურების წარმომადგენლები დროგამოშვებით და პერმანენტულად ადანაშაულებენ საქართველოს რუსეთთან ფარულ კავშირებში და ამერიკული გამოცემა „სი-ენ-ბი-სის“ და სხვა საშუალებით აცხადებენ, რომ სანქციების გვერდის ასავლელად რუსეთმა სავაჭრო გზები კავკასიის ქვეყნებზე გადააწყო, რის შედეგადაც, სომხეთთან და საქართველოსთან ვაჭრობა კრემლს ანომალურად გაეზარდაო.

მოკლედ, რომ ვთქვათ "კოლექტიური დასავლეთი" წუხს, რატომ ვაჭრობთ რუსეთთანო.

თვითონ კი არც ვაჭრობა შეუწყვეტია და არც ფრენები გაუუქმებიათ.

არა და ჩვენ, რომ წელიწადში ვაჭრობთ ისინი დღეში ვაჭრობენ, იმ რუსეთთან, რომლის პრეზიდენტიც ტერორისტად მონათლეს და ჰააგამ ორდერიც კი გამოსცა. 

 

აშშ დეტალურად სწავლობს, ეხმარება თუ არა საქართველო რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში.

აშშ-ის სახელწმიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორის ჯიმ ო’ ბრაიანის თქმით, პრობლემა არის ის, რომ ევროპული კომპანიები ტექნიკით ვაჭრობენ, რომლებიც თავის მხრივ მასალებს რუსეთში ყიდიან. ო’ ბრაიანისვე განმარტებით, წლის დასაწყისისთვის რუსეთს შეეძლო ელექტროტექნიკის გარკვეული ძირითადი კატეგორიების ხელახალი იმპორტი დაახლოებით ომამდელ დონეზე. აქ ძირითადად იგულისხმება მიკროჩიპები და ელექტროტექნიკა, რომელსაც ექსპერტების ვარაუდით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. 

ო’ ბრაიანის განცხადებით, მისი ჯგუფი სწორედ ამ საკითხების გასარკვევად ჩამოდის როგორც თბილისში, ასევე თურქეთში, სომხეთსა და ყაზახეთში. როგორც ჩანს, განსაკუთრებული ყურადღების ობიექტი სწორედ ელექტრონული მიკროჩიპებია, რომელიც სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება.

ეს არის კიდევ ერთი უმძიმესი ბრალდება და ეჭვი საქართველოს მიმართ.

ასეთი ზეწოლის ქვეშ უხდება საქართველოს ყოფნა იმ ურთულესი ვითარების ფონზე, რაც მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე.

 

 

სინამდვილეში, "ბრიუსელ - ვაშინგტონშიც" კარგად ესმით, რომ რუსეთი უმდიდრესი და უმძლავრესი ქვეყანაა და იმის მიუხედავად, რომ მას ახლა მთელი მსოფლიო ებრძვის, მის დაშლა-განადგურებას ვერ შეძლებენ, მაგრამ თუ მართლაც ასეთი რამ მოხდა, ეს ტექტონიკურ ძვრებს გამოიწვევს საერთოდ, მსოფლიო პოლიტიკაში, ეკონომიკასა და გეოპოლიტიკაში და ამას, მსოფლიო, უბრალოდ, ვეღარ გადაიტანს.

 

ეს იქნება ბირთვული ომის დასაწყისის საბაბი და ამდროს საქართველო სად და როგორ იქნება, ეხსომება თუ არა ის ვინმეს, კიდევ საკითხავიაო.

მგონი, ბევრი დამეთანხმება, ზემოთნათქვამი არ არის მთლად უსაფუძვლო მოსაზრება, თუმცა ამ ამბავში ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ აშშ-ის და დასავლეთის ზოგიერთი წარმომადგენლის ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ განცხადებებს მხარს ქართული ე.წ ოპოზიცია რომ უბამს. 

უგუნურებაა ეს თუ საქართველოსადმი გაშმაგებული სიძულვილი, თავად განსაჯეთ _ მით უმეტეს, რომ ოპოზიცია თუ, ერთი ენამახვილი კაცის თქმის არ იყოს, „ჟოპოზიცია“, დარწმუნებით გაიძახის: ადრე თუ გვიან დასანქცირდება ყველა ის ადამიანი, რომელიც რუსეთს აძლიერებსო.

ცხადია, ამ პერსონალურ დასანქცირებაში „რუს ოლიგარქ“ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ, „რუსეთუმე“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და, დღევანდელ ხელისუფლებას, როგორც თავად უწოდებენ, „რუსულ ოცნებას“...

და ვთქვათ, დაასანქცირეს, მერე თქვენ, რა, ოპოზიციონერებო? დასანქცირდება ხელისუფლება და თქვენ ომში გადაეშვებით რუსების წინააღმდეგ? ჰაჰაჰაააა, რომელი მეომრები თქვენ ხართ, რუსი ვანიას „ურა“ რომ გაიგონოთ, საცვლებს გაავსებთ, მოღალატეებო, სულ და ხორცაყროლებულებო, ისედაც ეზიზღებით დასავლეთს და აშშ-ს, რადგან მოღალატე და სულელი ზოგს ეცოდება და ზოგს _ ეჯავრება.. ხოდა, თქვენ ამოირჩიეთ, გინდათ ეცოდებოდეთ თუ გინდათ ეზიზღებოდეთ?

ფული, ბაბა, ფული, მეტი თქვენ არაფარი გაინტერესებთ, მაგრამ, არ იჯავროთ, ჩვენი პრემიერი, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, ამ დაბრკოლებებსაც გადალახავს, თქვენ კი, ისევ გულმოწყალე ქართველი ხალხი თუ შეგიბრალებთ, თორემ, როგორც მოღალატეებს, ფურთხს არც დასავლეთი დაგამადლით და არც ბიძია ჯო ამერიკიდან.

 

ირაკლი ჯანყარაშვილი