_ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს, რომელსაც "მერაბიშვილ - ადეიშვილი" ლობირებდნენ "კეზერასთან" პირველი დაპირისპირება მოსვლია. PUBLICIST.GE - ს ინფორმირებული წყარო ნაციონალური მოძრაობიდან უყვება, რომ კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილისგან რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ქუჩის აქციების გამართვა მოუთხოვია. რაზეც, ხაბეიშვილს უპასუხია, რომ ის ყველაფერს აკეთებს თუმცა ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა საგრძნობლად დავარდნილია. _ხაბეიშვილის კაბინეტში შეკრებილებს, რომელთა შორის პეტრე ცისკარიშვილიც გახლდათ სიტყვიერი დაპირისპირება მოსვლიათ დავით კეზერაშვილთა. _საკითხი აშკარად ფინანსებს ეხებოდა და კეზერაშვილიც ანერვიულებული ჩანდა, ის მუქარა ნარევი ტონითაც კი მიმართავდა ლევან ხაბეიშვილს, რომლისგანაც სიტუაციის გამწვავებას ითხოვდა. ასევე განაწყენებული და უკმაყოფილი ყოფილა თუ როგორ ვერ შეძლეს 7 - 8 მარტის პროცესების სათავისოდ გამოყენება. _ხაბეს კეზერას დარწმუნებაც კი უცდია, რომ ბექა გრიგორიადის, (ლაზარეს მამა) დაეფინანსებინა და მის ირგვლივ ისევ გაეცოცხლებინათ 7 - 8 მარტის მოვლენები. თუმცა კეზერაშვილი პრაგმატული ადამიანია და კარგად ხვდება, რომ ბექა არაფრის მაქნისია და შეკრებილებს ყვირილი დაუწყო, მარტის აქციებიდან ერთი ეს დეგენერატი გრიგორიადის შეგრჩათ ხელჩასაჭიდი და ისიც არაფრის მაქნისი *ლეაო. _საუბარი ასევე შეეხო "ხაბეიშვილის და გახარიას" გაერთიანებას, რომლის წინააღმდეგაც პეტრე ცისკარშივილი წასულა, თუმცა "კეზერას" უთქვამს, აქ ჩემი ფინანსებია ჩადებული და საქმე მჭირდებაო.ისმოდა ყვირილის, გინების ხმა.გატრუნული უსმენდა აალებულ შეფს ხაბე, რომელმაც მასში დიდი ფული ჩადო თუმცა როგორც სჩანს კონკრეტულ შედეგს ვერ დებს.
■ ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07