img1


"ჯღანები, ჭინკები და ყველა ვინც დედამ დაწყევლა ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ დაირაზმა"

_ერთ მხარეს, პრემიერის სახით ვხედავთ გაწონასწორებულ ლიდერს, რომელმაც შეძლო და ქვეყნისთვის ძალიან რთულ დროს სახელმწიფო მართა სწორად.

დიახ! შეძლო და ამ გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში, "კოლექტიური დასავლეთიდან" არნახული ზეწოლის მიუხედავად საქართველო გაიყვანა სამშვიდობოს.

შევძელით და თავიდან ავირიდეთ ომის ქრონიკა, გავუმკლავდით ქვეყნის შიგნით გამაგრებულ სახელმწიფოს მოღალატეებს, რომლებსაც კარგად გაწერილი გეგმა ჰქონდათ, როგორ აერიათ ქვეყანა.

(დასაღვრეტად გამზადებულთა სიებიც უკვე შედგენილი ჰქონდათ).

_როგორ ემართათ ქუჩის პროტესტი, ისე, რომ იქ სისხლი დაეღვარათ.

შევძელით და თავიდან ავიცილეთ "ქართული მაიდანი.", რომლის სცენარიც წლების წინ იყო უკვე დაწერილი.

ყველა მზაკვრული გეგმა ჩაეშალათ.

ვერც ხალხი აიყოლიეს და შესაბამისად ვერც სისხლი დაღვარეს.

შეძლო ირაკლი ღარიბაშვილმა, რა თქმა უნდა ხალხის მხარდაჭერით და შეგვინარჩუნა მშვიდობა.

 

_მეორე მხარეს კი "ჯღანთა და ჭინკთა დასი" დგას, LGBT - დროშებით, მოლოტოვის კოქტეილებით.

რუსთაველზე სისხლის გუბეებისთვის მეოცნებენი, ქართველი ერის მიმართ ზიზღით სავსენი.

სისხლი უდუღთ, როგორმე იქნებ არიონ, იქნებ და შეძლონ და გადაიყოლონ ეს ქვეყანა.

სამუდამოდ გადაჩეხონ უსფსკრულში.

_"ვინ დგას ამ უფსკრულთან ქვეყნის ფარად ?

ქართველი ხალხი პრემიერთან ერთად და სწორედ მათი ზიზღი ამოძრავებთ.

სოწრედ პრემიერია მათი მთავარი სამიზნე."

 

და ეხლა მინდა, შენ ვინც ამ სტატიას კითხულობ და საქართველო გიყვარს, გკითხო დაუთმობ მათ სამშობლოს ?

და არის სხვაგან სხვა საქართველო ?

 

ირაკლი ჯანყარაშვილი