სააკაშვილის მიერ ხელისუფლებაში მოყვანილი შემთხვევითი ხალხი პოლიტიკურ ველზე ადგილს ვერ პოულობენ .
შესაბამისად "ფეკა**რი მასის მსგავსად ზედაპირზე ტივტივს იწყებენ".
ასე ტივტივებს დავით კეზერაშვილი, რომლის ლტოლვაც ძალაუფლებისადმი არ ცხრება.
ასე მოუვიდა „გახჩოსაც“ _ თვალპაჭუნა გახარიას, თუმცა მასზე ცოტა ქვემოთ მოგიყვებით პატარა ამბავს.
მოკლედ, „კეზერამ“ ჯერ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის "დასათრევად" იწვალა და იჯახირა _ ჩემი ცოლის ძმა 6 მილიონს გადაიხდის და არხს იყიდისო, მაგრამ, კი ვნახეთ, ეს ფართხალი როგორაც დამთავრდა...
ჯერ კიდევ 2022 წელს სასამართლომ დავით კეზერაშვილს, რომელიც 2004-2006 წლებში ფინანსური პოლიციის უფროსი იყო, შემდეგ კი – 2008 წლამდე _ თავდაცვის მინისტრად მსახურობდა, 5 მლნ. ევროს ჯარიმა დააკისრა, რადგან დამნაშავედ ცნო სამინისტროს კუთვნილი 5 მლნ ევროზე მეტი თანხის გაფლანგვაში.
თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, დავით კეზერაშვილმა და სამინისტროს თანამშრომელმა ალექსანდრე ნინუამ ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიას წვრთნებისთვის დიდი ოდენობით თანხა გადაურიცხეს, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება არ მიუღია.
„კეზერა“ ამტკიცებდა, მე ტელეკომპანია „ფორმულა“ს რომ ვაფინანსებ, ეს არ მოსწონთ და თავისუფალი სიტყვის ჩახშობის მიზნით ამიგორეს საშინელი ჭორიო, თუმცა რა მაინცდამაინც „კეზერას“ უგონებენ ფულთან და ფინანსებთან დაკავშირებულ ჭორებს,
[ ხელისუფლებაში კალოშებით მობლაყუნებულ "კეზერას,, ].
თუ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება, ჭორიც უსაფუძვლოდ ვერც წარმოიშობა და ვერც იარსებებს.
როგორც განურჩევლად ყველა ნაციონალი, „კეზერაც“ მეტად დისკრეტიდებული ბრძანდება და თავი რომ გადაირჩინოს, ახალი აფერა მოიგონა _ სწორედ მისი დაფინანსებით კბილებჩაწიკწიკებულმა, პოლიტიკურად ხელმოცარულმა, საწყალმა „ხაბემ“ და ქალთა გულთამპყრობელმა, პოლიტიკაში გაბანკროტებულმა და „ხაბეზე“ არანაკლებ ხელმოცარულმა „გახომ“, ქართულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ვესტერნში „ გრძელცხვირა გახჩოს“ სახელით ცნობილმა გახარიამ საერთო ენა უნდა იპოვონ და 2024 წლის არჩევნებში ერთობლივი ძალებით წარსდგნენ.
(ასე ბრძანა "კეზერამ")
სხვადასხვა დროს კეზერაშვილმა ორივე პოლიტიკურ მოთამაშეში გარკვეული რაოდენობის თანხები დააბანდა პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად, თუმცა, ფიასკოთი დამთავრდა ორივე მცდელობა.
გახარიამ წარმaტებას ვერ მიაღწია _ ტელეკომპანია „ფორმულას“ მცდელობების და ნაცების გარკვეული ფრთის მხარდაჭერის მიუხედავად და არჩევნებში 7 %-ზე მეტი ვერ მოიპოვა.
ამის შემდეგ სხვა ფრონტიდან დაიწყო კეზერაშვილმა შეტევები და ნიკა მელიას მიადგა, რომელიც იმ პერიოდში აღარ გამოირჩეოდა რადიკალური განცხადებებით და თავსაც იკავებდა დესტრუქციული გამოსვლებისგან 20 ივნისის ინციდენტის შემდეგ. მან ვერც სააკაშვილის ციხიდან დახსნა შეძლო;
პრინციპში არავის სურს სააკაშვილის დახსნა, ის უკვე ზედმეტი თავის ტკივილია თავისი ისტერიკებით და გაძარცვული პოლიტიკური ავტორიტეტით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ; ამიტომ კეზერაშვილი, რომელიც სააკაშვილის დაჭერის შემდეგ „ნაცმოძრაობაში“ ერთპიროვნული ძალაუფლების მოპოვებას ცდილობდა და ძველი ნაცების მის მუხლებთან დაჩოქება მოსვენებას არ აძლევდა, ღია ქმედებებზე გადავიდა. ბოლოს და ბოლოს, რატომ უნდა ყოფილიყო ძველ სასტავში მეორე ანდა მესამე „ვიოლინო“, იმდენი კი ძარცვა და ღლიტა ქვეყნის ბიუჯეტიდან, რომ პრეტენზია გაუჩნდა, ნაცმოძრაობის „ნათლია“ ყოფილიყო და ძველ თანამებრძოლებს მისთვის ხელზე ეამბორათ... ამისთვის ძველი და აპრობირებული მეთოდი გამოიყენა _ პარტიაში ყველაზე უავტორიტეტო, ყველაზე „ვირთხა“ ტიპი, სახელის მოხვეჭისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხაბეიშვილი ამოარჩია... რა თქმა უნდა, ეს იყო არასწორი სვლა, „ხაბეზე“ ფსონის დადება „ტუფტა“ თემა აღმოჩნდა და ეს მოსალოდნელიც იყო _ „ხაბემ“ ვერ შეძლო ქვეყნის შიგნით არეულობის მოწყობა, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების საძირკვლის შერყევა.
მიმდინარე წლის 7-8 მარტს „ნაცმოძრაობის“ კუბოზე უკანასკნელი ლურსმნების დაჭედების ხმები გაისმა, აქციამ შედეგი ვერ გამოიღო, ტელეკომპანია „ფორმულაც“ არაეფექტური აღმოჩნდა. გამოვიდა ისე, რომ კეზერაშვილმა ფული, ფაქტობრივად, არაფერში გადაყარა. ამის შემდეგ მოსთხოვა მან, როგორც ამბობენ, ხაბეიშვილს და გახარიას, დამსხდარიყვნენ მრგვალ მაგიდასთან გარკვეულ საკითხებზე შესათანხმებლად. „კეზერას“ პროგრამა მაქსიმუმი 2024 წლის არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლაა. მისი პრაგმატული ინტერესია საკუთარი ფული შეინარჩუნოს და ის თანხა, რაც საქართველოში პოლიტიკაში დააბანდა, მოგებით თუ არა, მინიმუმ, ამოიღოს მაინც, ამისთვის მას ხაბეიშვილისნაირი მოლაყბე კი არა, რომელმაც სააკაშვილის ციხიდან გამოხსნა დაიქადნა, მაგრამ მერე ეს ნათქვამიც უარყო, სერიოზული პოლიტიკური ფიგურები სჭირდება და ძალა, რომელიც სააკაშვილს პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადებს.
სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრად გამოცხადება სჭირდება პარტიას, რეიტინგისთვის და დაცვისთვის, როგორც ქვეყნის შიგნით, დემოკრატიის კუთხით და ა.შ. ასევე უცხოეთიდანაც, „ქართული ოცნების“ მადისკრედიტებლად, რომ, აი, საქართველოში პოლიტპატიმრად თვით ყოფილი პრეზიდენტი ჰყავთო, თორემ მიშა სულ ფეხებზე ჰკიდიათ...
ეს უფრო შორსმიმავალი ხედვაა კეზერაშვილის, რომელსაც ერთი ადგილის ჟიმჟიმ-კანკალი აქვს, რადგან მოსალოდნელია მისი დაპატიმრება და საქართველოში ექსტრადირება.
გახარიასაც სხვა გზა არც აქვს, ცუდია თუ კარგი „კეზერა“, უნდა შეეკრას მას და ეს ღია და აშკარა რომ არ იყოს, ნათია მეზვრიშვილს აგზავნის თურმე ენის მიმტან-მომტანად „ხაბესთან“.
ამ ორი პერსონის საშუალებით ამყარებენ კავშირებს ერთმანეთთან კეზერაშვილი და გახარიაო. როგორც ამბობენ, მოლაპარაკებებში გახარია თანხმდება 2024 წლის არჩევნებში „ნაცმოძრაობასთან“ ერთად წარსდგეს.
ამ ფაციფუცშია თურმე „გახჩო“ ახლა, „კეზერაც“ სწორედ ამ შიშის გამო ფაცურობს, იქნებ როგორმე ისეთი ძალა შევკრა, რომ ჩემი "დაბორკილების" შემთხვევაში ერთი კარგად დასჭექავს ქვეყნის შიგნით თუ გარეთო.
ბი-ბი-სი-ს ჟურნალისტური გამოძიება ნიშანი იყო იმისა, რომ დასავლეთი კეზერაშვილს მხარს აღარ დაუჭერს პოლიტიკურ სარბიელზე. ახლა მას სავარაუდოდ, დასავლეთის ზოგიერთმა მტრულმა ძალებმა დრო მისცეს, რომ საქართველოში ეგება დესტაბილიზაცია მოაწყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოში ექსტრადირება ელოდება, ციხის საკანი და ნაძარცვის კონფისკაცია.
„ჩემი ბედის დედაცო“, სწორედ „კეზერამ“ უნდა თქვას, „ხაბემ“ თავი უნდა დაუქნიოს, გახარიამ კი ნაციონალების საპარლამენტო სიის პირველი ნომრის, აწ გარდაცვლილი კიკაბიძის „მიმინოს“ ქუდი უნდა მოიძიოს, დარჩა ეგება ცხონებულს, დაიხუროს და აკანტუროს, სხვა გზა მაინც არ აქვს და აბა, თავს ხომ არ მოიკლავს?..
ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07