_მთავარ არხზე თეა ადეიშვილის სევდანარევმა ხმამ გვამცნო :
" ევროპის გმირმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ანტიგმირ ირაკლი ღარიბაშვილს არ მიესალმაო და საერთოდაც თურმე აქეთ დასხმია ჩვენი პრემიერი ომში ჩართულ უკრაინის ლიდერს თავს " .
როგორ გამოიყურება "ნაცური გმირობა" ,
მათთვის გმირობის საზომი "კოლექტიური დასავლეთის" მონობაა, გმირი ხარ როცა, ბრიუსელის ინტერესებს თავს შესწირავ და ქვეყანასაც ზედ მიაყოლებ.
გმირი ხარ, როცა შენზე [ორსულა ფონდერლაიენები] დაუსრულებლად ლაპარაკობენ, მქუხარედ ღშფოთდებიან და თავგანწირვას გიწონებენ.
ოღონდ ამ დროს შენ, უკვე ქვეყნის 20% - სამუდამოდ დაკარგე.
ასიათასობით მსხვერპლით და 20 - მილიონი ლტოლვილით დასავლეთს შეჰყურებ და შენს ხალხს "ფარატინა ქაღალდზე დაწერილი კანდიდატის სტატუსით ფუჭ იმედებს აძლევ, უკეთესი მომავლის, მომავლის, რომელშიც შენი სახელმწიფო უბრალოდ აღარ არსებობს.
აი ასეთი უკრაინის გმირი პრეზიდენტია ზელენსკი.
ნაცების მახინჯ ტვინებში, ომს მოწყურებულ ლიდერებში არ ვიცით რა ან როგორ იხარშება, თუმცა ერთი დანამდვილებით ვიცით.
ირაკლი ღარიბაშვილი გმირია, რომელმაც სამშვიდობოს გაიყვანა ეს ქვეყანა.
ნანატრ ომს ვერ მიიღებთ
და ვამპირულ სისხლის წყურვილს ვერ დაიკმაყოფილებთ.
ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07