_ იმის მიუხედავად, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე საზოგადოების დიდმა ნაწილმა დადებითად შეაფასა, ოპოზიცია მაინც უკმაყოფილოა. რა არის, მათი მიზანი სახელმწიფოს წინააღმდეგ მავნებლობაა თუ კონკრეტულად ირაკლი ღაიბაშვილს ერჩიან?
_ არ მოვერიდები იმის თქმას, რომ თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტი მარგინალური ოპოზიციური პარტიები ნამდვილად არიან დასავლეთში არსებული დესტრუქციული ე.წ. „ომის პარტიის“ ინტერესების გამტარებლები საქართველოში.
რა აგიჟებთ და აცოფებთ ოპოზიციონერებს? პირველ რიგში ის, რომ საქართველოში ვერ მოახდინეს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც გეგმავენ 2012 წლიდან მოყოლებული დღემდე და რომლის აშკარა გამოხატულება იყო 7-8 მარტის მოვლენები. მათ სურდათ უკრაინული „მაიდანის“ გადამოტანა საქართველოში, უნდა ჩამოეგდოთ ხელისუფლება, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, უნდა მოჰყოლოდა „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში; პარალეურად, პროვოკაციები უნდა დაწყებულიყო აფხაზეთში, ე.წ სამხრეთ ოსეთში, აჭარაში და ა.შ.
ამ დღეებში ყველამ ვიხილეთ თურქეთში მიმდინარე მოვლენები და ერდოღანის საბოლოო გამარჯვება არჩევნების მეორე ტურში. ერდოღანს გამოკვეთლად უჭერდა მხარს ჩვენი პრემიერ-მინისტრი, რადგან ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ჩამოყალიბებულია რეგიონალურ ლიდერად, მას ფართო პოლიტიკური ხედვები აქვს და რეალურად აფასებს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, მისთვის ნათელია, რა ვითარება შავ ზღვაზე, სადაც ჩვენი საზღვაო პორტებია განლაგებული, მან იცის, რომ რეგიონში მშვიდობა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასთან პირდაპირ არის დაკავშირებული.
ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე ამ არჩევნებში ქემალ ქილიჩთაროღლუ პირდაპირ აცხადებდა, რომ ის გაპრეზიდენტებისთანავე შეუერთდებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ დასავლური ცივილიზაციის დღის წესრიგით დაეწყო ცხოვრება თურქეთს, რასაც ჯაჭვური რეაქცია უნდა მოჰყოლოდა და შავი ზღვის აკვატორიაშიც დაძაბულობის გაღრმავება.
თურქეთში არჩევნებამდე დასავლეთი ცდილობდა საქართველოშიც პირდაპირ დაესვა პროდასავლური ხელისუფლება და კავკასიონის ქედიდან კიდევ ერთ ცხელი ზონა შეექმნა, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს არ გამოუვიდა...
_ საბოლოოდ რა მიზნები ამოძრავებთ დესტრუქციულ ძალებს?
_ დავიწყოთ სააკაშვილიდან. მისი მიზანია გათავისუფლდეს საპატიმროდან, მოაწყოს სახელწმიფო გადატრიალება და დაბრუნდეს ხელისუფლებაში. სააკაშვილთან ერთად „ნაცმოძრაობა“ არ მოერიდება სისხლი დაღვაროს ქვეყანაში და ეს მონათლოს დასავლურ ინტეგრაციად.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც წესი, ისინი ფინანსდებიან დასავლეთიდან. აღებული აქვთ უზარმაზარი გრანტები, რომ საზოგადოება შეამზადონ არეულობისთვის, დესტაბილიზაციისთვის, ქაოსისთვის და საბოლოოდ, ომში ჩათრევისთვის. ეს პირდაპირ ეხება ჩვენს კანდიდატად მიღებას ევროსტრუქტურებში.
ისევ თურქეთის მაგალითს მოვიყვან: ერდოღანის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტში გაკეთდა განცხადებები და მოწოდებები, რომ თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები ნულს გაუტოლდა.
თუ 2024 წელს ხელისუფლებაში კვლავ „ქართული ოცნება“ დარჩება, მოვლენები ზუსტად იგივენაირად განმეორდება და ისეთივე რიტორიკა წამოვა ევროპიდან, როგორიც ახლა თურქეთის მიმართაა.
კოლექტიური ურსულა ფონ კრამონები მოუწოდებენ მთელ მსოფლიოს _ უკრაინამ კანდიდატის სტატუსისთვის თავი გასწირა და კანდიდატის სტატუსის მოპოვების მაძიებლებმა ყველამ ასე უნდა გააკეთონო... რა არის ეს?! ანუ ომში უნდა გაეხვიოს ნახევარი მსოფლიო აბსურდული მიზნისთვის, რათა ვიღაცებმა უდანაშაულო ადამიანების სისხლზე ხელი მოითბონ? ნახეთ, რად უღირს უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანება _ მან დაკარგა სახელმწიფოს 20%-ზე მეტი, საკუთარი ქვეყნიდან ჰყავს 20 მილიონი დევნილი, ნადგურდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ობიექტები, სოფლის მეურნეობა და ა.შ.
არ მინდა ტენდეციური ვიყო, მაგრამ შეუძლებელია არ აღვნიშნო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრაგმატულად აფასებს შექმნილ ვითარებას და საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება მისი დიდი დამსახურებაა. პრემიერის ბრძნული გადაწყვეტილებები და პოზიცია რომ არა, საქართველოში დღეს იქნებოდა მეორე ბუჩა, ბახმუტი და სხვ.
_ საფრთხეები მაინც დიდია...
_ რა თქმა უნდა, არჩევნები ახლოვდება და პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს. სავარაუდოდ, კოლექტიური დასავლეთი უკვე ღიად დაიწყებს დასანქცირებების პოლიტიკის გატარებას, მათ, ალბათ, არც აშშ ჩამორჩება. ჩვენ მოვისმინეთ კინზინგერის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელი გამოსვლის შემდეგ _ საქართველოს ხელისუფლების დასანქცირების დრო მოვიდაო. როგორც ჩანს, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ იზოლაციაში მოაქციონ საქართველოს დღევანდელი მთავრობა მაშინ, როცა დღეს საქართველოში არის მშვიდობა, იგრძნობა განვითარება, ვხედავთ ტურისტების შემოდინებას, რაც მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნელ-ნელა ამოძრავებას იწყებს სოფლის მეურნეობა, კერძო ბიზნესი და ა.შ. ეს არ მოსწონთ ზოგზოგიერთებს ქვეყნის გარეთ და წარმოიდგინეთ, ქვეყნის შიგნითაც...
_ თუ კეზერაშვილის მავნებლურ საქმიანობას გულისხმობთ და მის მიერ მედიაში დაბანდებულ თანხებს, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მას ცილს სწამებენ, ის უდანაშაულოა და აბსოლუტურად ლეგალურ ბიზნესსაქმიანობას ეწევა, ასეთივე პრეტენზიები აქვთ ქალბატონ ხოშტარიას, ვაშაძეს და სხვებს...
_ ყველამ ვიხილეთ „ბი-ბი-სი“-ს მიერ გამოქვეყნებული მასალები, სადაც ცალსახად იყო აღნიშნული, რომ კეზერაშვილი, რომელსაც საკუთარი თავი მედიამენეჯარად, თავისუფალი სიტყვის მედროშედ და პროდასავლური აზრის ბურჯად წარმოუდგენია, არის მძარცველი, თაღლითი და გამომძალველი. ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან და მოგვიწოდებენ დასავლური ინტეგრაციისკენ და რა ავტორიტეტი უნდა ჰქონდეს დასავლურ სტრუქტურებს საქართველოში ამათ ფონზე, თავად წარმოიდგინეთ...
ქალბატონი ხოშტარია თურმე, ჰოი, საოცრებავ და, დიდი ელისო ვირსალაძის მემკვიდრე ყოფილა...
რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, ისიც იჩემებს პროდასავლურობას, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბინებს რუს ტურისტებზე აქირავებს...
ნაცმოძრაობაში“ კობა ნაყოფია ჰყავთ ერთ-ერთ ბოსად, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, „ნაცმოძრაობას“ 2018 წელს საპრეზიდენტო კანდიდატად ასევე რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე ჰყავდათ წარმოდგენილი... რომელი ერთი ჩამოგვითვალოთ... ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იქითკენ იხრებიან , საიდანაც სარგებელს მოელიან, პატრიოტული პათოსით კი გამოდიან, მაგრამ, სინამდვილეში, ქვეყნის ინტერესები, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდიათ.
ე.ი. რა გამოდის, მათ შეუძლიათ და უფლება აქვთ რუსეთიდან ფინანსური და სხვა სახის სარგებელი მიიღონ, ოღონდ უბრალო ხალხს, თურმე ამის უფლება არ ჰქონია, არც მშვიდობის უფლება გვქონია ჩვენ, ხალხს, რადგან თურმე ვლადიმერ პუტინი სახელმწიფო დამნაშავეა. რაზე უნდა ვილაპარაკოთ ამათი შემყურე, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...
ირაკლი ჯანყარაშვილი
2025-09-02
2025-09-02
2025-09-01
2025-09-01
2025-09-01
2025-08-31
2025-08-30
2025-08-30
2025-08-29
2025-08-29