ყულევი არის შავ ზღვაზე ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული და მნიშვნელოვანი ნავთობის ტერმინალი, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის შუა დერეფნის როლის ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
მისივე თქმით, სანქციების მიმართულებით ჩვენ გვახსოვს „ნაციონალური მოძრაობიდან“ არაერთი შეტევა, მათ შორის 2023 წელს, როდესაც მიზანმიმართულად, ქვეყნის რეპუტაციის დასამახინჯებლად აკეთებდნენ იმას, რომ თითქოს ქვეყანა სანქციებს გვერდ უვლიდა.
„გვთხოვს უმაღლესი წარმომადგენლები სანქციების მიმართულებით ჩამოსული, როგორც აშშ-დან ინგლისიდან, ევროკავშირიდან და გვახსოვს ასევე სალივანისა და ო'ბრაიანის განაცხადი, რომ საქართველო ზედმიწევნით ასრულებდა იმ ძირითად პრინციპებს, რაც არის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის დაუშვებლობა“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი ყულევის პორტის დასანქცირებას უჭერს მხარს. შესაბამისი განცხადება ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
2026-02-04
2026-02-04
2026-02-02
2026-01-31
2026-01-31
2026-01-30
2026-01-29
2026-01-29
2026-01-28
2026-01-26