საქართველოს სჭირდება ძლიერი, თანამედროვე და კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო სისტემა.
მიმდინარე რეფორმები მიმართულია არა კოსმეტიკური ცვლილებებისკენ, არამედ ფუნდამენტური ხარისხობრივი გაუმჯობესებისკენ მართვის მოდელის გადახედვა, აკადემიური სტანდარტების ამაღლება და განათლების ხელმისაწვდომობის გაფართოება ქმნის სისტემურ საფუძველს გრძელვადიანი პროგრესისთვის.
ეს არის პოლიტიკა, რომელიც არ ემსახურება მოკლევადიან პოპულიზმს, არამედ მომავალ თაობებზე გათვლილ სტრატეგიულ ხედვას. ბუნებრივია, ასეთი მასშტაბის გარდაქმნა მოითხოვს დროს, თანმიმდევრულობას და ინსტიტუციურ სტაბილურობას, თუმცა უკვე დღეს იკვეთება სწორი მიმართულება დაგეგმილი, გააზრებული და სახელმწიფოებრივად პასუხისმგებლიანი.
განათლებაში ინვესტიცია ნიშნავს ეროვნული განვითარების საფუძვლის გაძლიერებას. ეს არის ეკონომიკური ზრდის, სოციალური მობილობისა და სუვერენული სახელმწიფოს მშენებლობის მთავარი ინსტრუმენტი. სწორედ ამ გზას ადგას დღეს საქართველო არჩევანს აკეთებს ცოდნაზე დაფუძნებულ მომავალზე.
- წერს ნანა ქირია
2026-02-04
2026-02-04
2026-02-02
2026-01-31
2026-01-31
2026-01-30
2026-01-29
2026-01-29
2026-01-28
2026-01-26