პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ სააგენტოს სტრატეგიულ გეგმას „ქრონიკასთან“ ეხმიანება.
ლაშხი მიიჩნევს, რომ გზავნილები, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტის სტრატეგიულ გეგმაშია ასახული, მიუთითებს იმას, რომ კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებები უცხოური გავლენის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, არის სწორი.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ეს ანგარიში და ის ძირითადი გზავნილები, რაც აქ არის ასახული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ სწორ მიდგომასა და პოლიტიკას, რომელიც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყო საქართველომ და რომელიც იყო დიდი კრიტიკისა და განხილვის საგანი.
შიდა ჩარევები, ეს არის ის პრაქტიკა და სამწუხარო რეალობა, რომლის წინაშეც დღეს დადგა მსოფლიო და რომელსაც ახორციელებენ ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მათი შექმნის ძირითად პრინციპებს, რომ უზრუნველყონ მშვიდობა და სუვერენიტეტის პატივისცემა.
კიდევ ერთხელ ვხვდებით, რამდენად სწორი, ფრთხილი და წინდახედული ნაბიჯები იყო გადადგმული სახელმწიფოს მხრიდან, როდესაც ჩვენ შიდა ჩარევებზე კანონები გავამკაცრეთ“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
2026-02-04
2026-02-04
2026-02-02
2026-01-31
2026-01-31
2026-01-30
2026-01-29
2026-01-29
2026-01-28
2026-01-26