სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს "ქართული ოცნება" ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს.
"ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ამტკიცებს, რომ ასამბლეაზე დამტკიცდა დოკუმენტი, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიამ" და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიმუშავეს, რასაც მმართველი გუნდის წევრი მაია ბითაძე ტყუილს და დეზინფორმაციას უწოდებს.
"ეს ინფორმაცია არც სხდომაზე გაჟღერებულა და არც ეუთო-ს ოფიციალურ გვერდებზე არ იძებნება" - აცხადებს მაია ბითაძე, რომელიც სტამბოლში მიმდინარე ეუთოს კონფერენციაში მონაწილეობს.
მისივე თქმით, ეუთოს ფორმატში EPP-ის არანაირი ფორმალური მანდატი არ აქვს და ოპოზიცია დეზინფორმაციულ კამპანიას აგრძელებს.
"საქმე გვაქვს ძალიან სამარცხვინო ფაქტთან, რამდენად ლეგალურია ეს ფაქტი, ეს განხილვის სხვა თემაა, როდესაც ეუთო-ს სახელის გამოყენება ხდება "ევროპის სახალხო პარტიის" მხრიდან, ამგვარი განცხადება შეხვედრაზე არ გაჟღერებულა. ასეთ განცხადებას ჩვენ ვერც ეუთოს ვებგვერდზე ან ჩანაწერებში მოვიპოვებთ. ეს არის არარსებული დოკუმენტი ეუთოს ფორმატისთვის. ეს არის "ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქციის შიდა დოკუმენტი.
ასევე, შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ეუთო-ს ფორმატში "ევროპის სახალხო პარტიას" არანაირი ფორმალური მანდატი არ გააჩნია. აქ, პრაქტიკულად, საქმე გვაქვს დერეფნებში მუშაობასთან, როდესაც არაფორმალურად ვიღაცამ რაღაც აზრი გამოთქვა და ეს ეუთო-ს რეზოლუციად არის გასაღებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარკვეული დიპლომატიური სკანდალიც არის, როდესაც "ევროპის სახალხო პარტიის" ქართველი წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ეუთო-ს სახელით საუბრობს. ვფიქრობ, რომ ამას სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს. ჩვენ, ჩვენს პარტნიორებს ეუთო-ში აუცილებლად ჩავაყენებთ ამის თაობაზე საქმის კურსში," - განაცხადა მაია ბითაძემ.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08