img1


დადასტურდა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს ეკონომიკური განვითარებით და ზრდით უკრაინასაც და მოლდოვასაც - ნინო წილოსანი

დეპუტატი ამ კომენტარით გამოეხმაურა ევროკომისიის განახლებულ ანგარიშს - „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“.

 

„რა თქმა უნდა ერთ-ერთი ის საკითხია, რომლითაც ჩვენ თავს ვიწონებთ და რომლითაც მიგვაჩნია, რომ მათ შორის ევროკავშირისთვისაც საინტერესო უნდა იყოს საქართველო. ამის მიუხედავად ვხედავთ, რომ ყველა ის პრინციპი, რომელიც ევროკავშირში ქვეყნების გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნდა მუშაობდეს და მათი მხრიდანვე არის დეკლარირებული, ახლა სრულად იგნორირებულია და გარკვეულწილად რიგი ევრობიუროკრატების პოლიტიკურ პრეფერენციებზე თუ გადაწყვეტილებებზე არის დამოკიდებული“, - განაცხადა წილოსანმა.

 

ევროკომისიამ ნოემბრის განახლებული ანგარიში „ევროპის ეკონომიკური პროგნოზი“ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მოსალოდნელია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 2025 წელს 7,3% ი იქნება. უკრაინასა და მოლდოვაში მხოლოდ 1.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ.