img1


"ყველა ის ადამიანი, რომელიც "EMAAR-ის" ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას" - ნინო წილოსანი.

"ყველა ის ადამიანი, რომელიც "EMAAR-ის" ინვესტიციას უპირისპირდება, უპირისპირდება ამ ქვეყნის განვითარებას", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, ნინო წილოსანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.

"6,5-მილიარდიანი ინვესტიცია მოხმარდება საქართველოს ეკონომიკის წინსვლას, იმ ეკონომიკური ზრდის სტაბილურობას, რომელიც ჩვენ ამ წლების განმავლობაში მივიღეთ (მომავლის 5-წლიან პროგნოზებში უკვე საუკეთესო მაჩვენებლები გაქვს), ამ ქვეყანაში 30 000-მდე დასაქმების ადგილის შექმნას, ეწინააღმდეგება ამ ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას და ზოგადად - განვითარებას. განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის მოწინააღმდეგე არის "ლელო", რომელიც პრო-ბიზნესპარტიად უნდა პოზიციონირებდეს წესით, თუმცა უკვე გასულია ყველანაირი პოლიტიკური მოქმედები არეალიდან", - განაცხადა ნინო წილოსანმა.