ამ გოგოზე საუბარი ხომ ვერ დაასრულეს.. ცინიკურად დაარბენინბენ “ნათია ბერიძე თავდაცვის მოხალისე გახდა”.
დიახ, მან გაიარა სწავლებები და თავდაცვის მოხალისეს კანდიდატია, ისევე როგორც სხვები, ვისაც აქვს სურვილი, საჭიროებისას, თავდაცვის ძალებისთვის განახორციელოს მხარდამჭერი ფუნქციები, ყოველგვარი სარგებლის გარეშე.
ამაზე მეწერა პოსტი და წავშალე.. ვიფიქრე გაჩუმდებოდით, მაგრამ...
ამ გოგოს ერჩით მისი პოლიტიკური პოზიციის გამო, თუმცა ჭკვიანებო, გააჩნია თემას და საკითხს (მინიმუმ ამდენს უნდა ხვდებოდეთ).
ეს გოგო თქვენთვისაც სასარგებლოს აკეთებს მოხალისეობრივი საქმიანობით
სხვათაშორის, ოპოზიციურად განწყობილი ხალხიც გვყავს მოხალისეებში და მათაც თავის დროზე ანალოგიურად გადავეცით სერტიფიკატები..მაგალითად, მიშა რამიშვილი, აკაკი გვიანიძე (გახარიას მხარდამჭერი) და აშ..
როდის ვისთვის გვითქვამს უარი ამ კარგი და საერთო საქმის კეთებაზე აბა შემახსენეთ? მითუმეტეს პოლიტიკური გემოვნების გამო.
მოკლედ.. ჩემი ღია მხარდაჭერა, როგორც პერსონალური, ასევე როგორც “ვემსახურები საქართველოს” ხელმღვანელის ნათიასაც და აბსოლუტურად ყველა ჩემს მოხალისეს.
ცხადია, ჩვენ ჩვენს საქმეს გავაგრძელებთ და თუ თქვენც შემოგვიერთდებით, უკეთესი
ვოცნებობ იმაზე, რომ ადამიანების ცნობიერება იმდენად განვითარდეს, ყველგან პოლიტიკა არ გარიონ- ეს უკვე საერთო სახელმწიფო ინტერესს აზიანებს.
ამით სამუდამოდ დავხურე ამ თემაზე საუბარი.
ვემსახურები საქართველოს !!!
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07