img1


ალტ-ინფო და სააკაშვილი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდნენ

ალტ-ინფო და სააკაშვილი ერთი იდეის და ქვეყნის წინააღმდეგ გაერთიანდნენ, ამ იდეას იაზრებს პატრიოტთა ალიანსი და ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტიც.

 

- ეს ხალხი დღეს გააერთიანა ერთმა მიზანმა, ჩააგდონ ემარ-ჯგუფის მეგა ინვესტიცია საქართველოში!

 

- რა თქმა უნდა სააკაშვილიც იქ არის სადაც სხვა ქვეყნის და ქართველი ხალხის მოღალატემ მოიყარა თავი!

 

- ხელწერაც ტრადიციულია, სრულიად უარგუმენტოდ თეთრზე-შავის მტკიცებით, საქართველოს არაბიზაციის გამოგონილი საფრთხე, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და რა თქმა უნდა ვერც იარსებებს, არა ერთხელ აიხსნა არა ერთ ეთერში, რომ ეს ინვესტიცია საქართველოში არაბების გადმოსახლებას არ ითვალისწინებს! არავის მიზანი და არავის სურვილი ეგ არ არის!!!

 

- თუმცა ქვეყნის მტრებს სხვა რა ამოცა შეიძლება ჰქონდეს, დაინახეს როგორ შეიძლება ქვეყანამ ამით ისარგებლოს და საკუთარი პოლიტიკური ამბიციების თუ ეგოს დასაკმაყოფილებლად, გუშინდელი ცრუპენტელა ვაჭარები დღეს ყველაზე დიდ პატრიოტებად მოგვევლინენ!

 

- ამათ დაანონსებულ აქციაზე გასვლა ნაცმოძრაობისთვის ჟანგბადის მიწოდების მსგავსისა!