img1


შეერთებული შტატები რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის შეზღუდვებისგან გათავისუფლებას განიხილავს.

შეერთებული შტატები რუსული ნავთობის ყიდვაზე უნგრეთის შეზღუდვებისგან გათავისუფლებას განიხილავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ვიქტორ ორბანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, უნგრეთისთვის გამონაკლისის დაშვებას გეგმავს იმ მოტივით, რომ ქვეყანას საზღვაო პორტი არ აქვს და ნავთობს რუსეთისგან მილსადენის საშუალებით იღებს. თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თუ უნგრეთი რუსეთისგან ნავთობს ვერ მიიღებს, ამას მისი ქვეყნისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება.

 

"უნგრეთისთვის ძალიან რთულია ნავთობისა და ბუნებრივი აირის სხვა რეგიონებიდან მიღება. ზღვა არ აქვთ, პორტები არ აქვთ, ამიტომ სერიოზულ პრობლემას აწყდებიან. თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება ევროპაში, მათგან ბევრ ქვეყანას არ აქვს მსგავსი პრობლემები და რუსეთისგან ნავთობისა და ბუნებრივი აირის დიდ მოცულობებს ყიდულობენ, და, როგორც იცით, ეს ძალიან მაწუხებს“, - განაცხადა ტრამპმა.

 

“ნათელია, რა შედეგები მოჰყვება უნგრელი ხალხისთვის და უნგრეთის ეკონომიკისთვის, თუ ნავთობსა და გაზს რუსეთიდან ვერ მივიღებთ, რადგან ჩვენ მილსადენებით ვმარაგდებით. მილსადენი არ არის იდეოლოგიური ან პოლიტიკური საკითხი, ეს არის ფიზიკური რეალობა, რადგან ჩვენ არ გვაქვს პორტი. ამიტომ, ჩვენ ამ საკითხზე მოვილაპარაკებთ, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია,"- აღნიშნა ორბანმა.