img1


ბულგარეთში ჯორჯ სოროსის საქმიანობას გამოიძიებენ

ბულგარეთში ჯორჯ სოროსის საქმიანობას გამოიძიებენ.

 

ადგილობრივმა დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნას მისცეს ხმა.

 

გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ახალ მთავრობაში სამი ვიცე-პრემიერიდან, ორი ყოფილი თანამშრომელი იყო.

 

ბულგარეთის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას კომისია, რომელიც გამოიძიებს ლიბერალ ამერიკელ-უნგრელ ინვესტორთან და ფილანტროპთან, ჯორჯ სოროსთან და მის შვილთან, ალექსანდრესთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების სავარაუდო ჩარევას.

 

ინიციატივა წამოაყენა ოლიგარქისა და პარლამენტის წევრის, დელიან პეევსკის პოლიტიკურმა პლატფორმამ „მოძრაობამ უფლებებისა და თავისუფლებებისთვის - ახალი დასაწყისი“, ნაციონალისტურმა პარტიებმა „არსებობს ასეთი ხალხი“ და „კავშირი“, „ზნეობა და ღირსება“, ასევე „აღორძინებისა“ და ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წევრებმა. მმართველი პარტიის, GERB-ის წევრებმა თავი შეიკავეს ან ხმა არ მისცეს ახალ ინიციატივას.

 

გასული წლის სექტემბერში, პეევსკიმ განაცხადა, რომ სოროსთან დაკავშირებული ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ „ღირებულებებით გენდერული იდეოლოგიის ჩანაცვლებაში“ და მოქმედებდნენ „ძლიერი ლობისტური სტრუქტურების“ სასარგებლოდ.

 

მედიის ინფორმაციით, საპარლამენტო კომისიის მიზანია დაადგინოს „სოროსის კავშირები პოლიტიკურ პარტიებთან, მაგისტრატებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, მედია საშუალებებთან, ბიზნესებთან და სამთავრობო უწყებებთან“.