მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ უამრავმა ადამიანმა მომწერა აღნიშნულ ფაქტზე, თანაც, თავადაც გულწრფელად ვარ დამწუხრებული მომხდარით, ვაკეთებ განცხადებას:
რამდენიმე დღის წინ, ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“ მოხალისეებმა წარმატებით დაასრულეს სამხედრო მხარდაჭერის საბაზისო კურსი და მიიღეს თავდაცვის მოხალისის კანდიდატის სტატუსი.
სასწავლო კურსის ფოტოები საჯაროდ გავრცელდა.
სამწუხაროდ, ერთ-ერთი ჩვენი მოხალისე კანდიდატის მიმართ, საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოხატა აგრესია, რის შედეგადაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა მისი ფოტო შეურაცხმყოფელი კომენტარებით. ფოტოზე ასახულია ფაქტი, თუ როგორ გადასცემს ბატონი პოლკოვნიკი სერტიფიკატს, კურსის წარმატებით დასრულებისთვის.
პირველ რიგში, მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბატონ პოლკოვნიკს უდიდესი დამსახურება აქვს როგორც ქვეყნის, ასევე თითოეული მოქალაქის წინაშე. ამიტომ, საზოგადოებას მოვუწოდებ მეტი სიფრთხილისა და პასუხისმგებლობისკენ, ვიდრე რამე შეურაცხმყოფელს იტყვიან
რაც შეეხება თავად მოხალისეობის კანდიდატს, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება, სავარაუდოდ, გამოწვეულია იმით, რომ იგი ტელეკომპანია „პოსტივის“ ჟურნალისტია და დიდი ალბათობით, მისი პოლიტიკური შეხედულებები გახდა აგრესიის საფუძველი, რასაც იგი სამოქალაქო ცხოვრებაში, აფიქსირებს. ეს მხოლოდ მისი სუბიექტური შეხედულებებია და არ მიმაჩნია მართებულად, რომელიმე წევრის სუბიექტური მოსაზრებები, ორგანიზაციასთან ან თავდაცვის უწყებასთან დავაკავშიროთ.
მინდა საბოლოოდ განვმარტო (ამაზე აღარასდროს ვისაუბრებ და ვიმედოვნებ, არც მომიწევს):
ორგანიზაცია „ვემსახურები საქართველოს“, არის სრულიად აპოლიტიკური სუბიექტი, რომელიც აერთიანებს ადამიანებს ნებისმიერი შეხედულებით, პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად.
არც ორგანიზაცია და დარწმუნებული ვარ, არც თავდაცვის უწყება, არ ყოფს ადამიანებს რაიმე ნიშნით, მითუმეტეს პოლიტიკური ნიშნით.
იმის დასტურად, რომ პოლიტიკური ნიშნით არავის ვყოფთ, შემიძლია მოვიყვანო მრავალი მაგალითი. მაგალითად, იგივე პოლკოვნიკმა სერტიფიკატი გადასცა ბატონ მიხეილ რამიშვილსაც, რომლის პოლიტიკური მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს სხვისას, თუნდაც ჩემსას, თუმცა ეს არ გამხდარა დაბრკოლება, ორგანოზაციაში მისი მიღებისა და დაფასებისთვის (ამას თავად მიხელი დაადასტურებს).
ჯარი ყველასია, ხოლო ქვეყნის თავდაცვა, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა
მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვა, შეუძლია ნებისმიერ პატრიოტულად განწყობილ მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად ისწრაფვის ქვეყნის მსახურებისკენ, გაივლის შესაბამის სწავლებას და ცხადია, მიენიჭება თავდაცვის მოხალისის სტატუსი.
ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სამშობლოსადმი ერთგული და გულანთებული ადამიანები, მათი პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად და თხოვნაა, ყველაფერში პოლიტიკას ნუ ვეძებთ
ვწუხვარ მომხდარის გამო და პირადად ბოდიშს ვუხდი თავდაცვის უწყებას, სსიპ თავდაცვის მოხალისეს შექმნილი უხერხულობისთვის, განსაკუთრებით კი ბატონ პოლკოვნიკს
დავფიქრდეთ ყველა ერთ რამეზე:
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ნუ დავაზიანებთ ეროვნულ ინტერესებს
და ბოლოს… ზუსტად ვიცი, რომ ყველას გვიყვარს ჩვენი ქვეყანა შესაძლოა, ქვეყნის განვითარების გზები თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვაგვარად გვესახება, თუმცა მტკიცედ მჯერა, რომ საჭიროების დროს ქართველი ერი ერთ გუნდად შეიკვრება და იბრძოლებს მტრის წინააღმდეგ სწორედ ამას ვემსახურებით და ნურასდროს ავურევთ პოლიტიკას ქვეყნის თავდაცვასთან
ამდენად, გელოდებით ყველას
გავაძლიეროთ თავდაცვა და ერთად ვემსახუროთ საქართველოს!
მადლობას ვუხდი თავდაცვის უწყებას და უწყების თითოეულ წარმომადგენელს, გაწეული შრომის და მხარდაჭერისთვის
ყველანი მიყვარხართ
- წერს მარიამ საბიაშვილი
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07