პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, შანხაიში, ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე (China International Import Expo (CIIE)) საქართველოს საგამოფენო სივრცე დავათვალიერეთ
მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც გამოფენის საპატიო სტუმარი ქვეყანა ათეულობით ქართული კომპანიით არის წარმოდგენილი
მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბიზნესისა და სახელმწიფოსათვის მეტი და სტაბილური შემოსავლების მიღების მიზნით საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და ქართველი მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს
ჩინეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო მეტად გამყარება, რომელსაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობა, ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტულია
მიზნობრივ, შედეგზე ორიენტირებულ, მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა, უზრუნველყოფს ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას და შესაბამისად, ექსპორტის ზრდას ჩინეთსა და სხვა მიზნობრივ ბაზრებზე, ეს ყოველივე გააძლიერებს ჩვენს მეწარმეებს და გაზრდის ქართული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას, უზრუნველყოფს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და გაზრდის ჩვენი მოქალაქეების შემოსავლებს
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07