ემარ ჯგუფის ინვესტიცია ეს არის ყველაზე მასშტაბური და პომპეზური პროექტი საქართველოს ისტორიაში. როგორც ბიუჯეტით, ისე თავისი არქიტექტურული და ეკონომიკური მაშტაბებით.
პროექტს თავადაც გავეცანი გონიოში და თბილისში იქმნება თანამედროვე სამოთხე, ისეთი, რომელიც საქართველოს ტურიზმსა და საინვესტიციო იმიჯს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.
მსგავსი ინვესტიციების მოზიდვაზე ბევრი ქვეყნის ხელისუფლება ოცნებობს. ჩვენთან კი ეს წარმატებული მოლაპარაკებებისა და სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია სახელმწიფოს მიერ ჩატარებული შესანიშნავი მოლაპარაკებების შედეგად, საბოლოოდ „ემარ ჯგუფმა“ სწორედ საქართველო შეარჩია ახალი მეგა-ინვესტიციისთვის.
და სწორედ ამ დროს, როცა ქვეყანა განვითარების რეალურ შანსს იღებს, თავი წამოყვეს ნაცნობმა მტრებმა, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ ნებისმიერი ფასად დააზიანონ საქართველო.
ხაზარაძეზე ბევრს აღარ შევჩერდები ყველამ იცის, როგორი დახვეწილი თაღლითია. ეს ის ადამიანია, რომელიც საქართველოს საერთაშორისო სასამართლოებში საკუთარ ქვეყანას მილიარდზე მეტს სთხოვდა, ანუ პირდაპირ საკუთარ მოქალაქეებსა და ამომრჩევლებს ფულს ძალავდა.
რაც შეეხება ტარხუნ მოურავს, ამაზე უფრო ცრუპენტელა ვაჭარი ძნელი მოსაძებნია. ჯერ კიდევ 2020 წელს მან სცადა ბიძინა ივანიშვილისთვის შანტაჟით 10 მილიონი გამოეძალა თითქოს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ. თუმცა მეფურ კალოშში არ ჩაუვიდა მეფური ფეხები.
ახლა ისევ ფიქრობს, თუ ბიძინას ვერ გამოვძალავ, ემარის ინვესტორს მაინც შევაშინებო. ამიტომაც გაჰყვირის, თითქოს „არაბები შემოსევას გვიპირებენ“ და „ბიძინა მათ მოუძღვის“.
სინამდვილეში კი ამ ნარატივის მიზანი მარტივია დააზიანონ სახელმწიფო, შეაფერხონ განვითარება და გაანადგურონ ქვეყნის ეკონომიკური იმიჯი.
მაგრამ საქართველო უკვე სხვა ეტაპზეა.
არც შანტაჟი გააჩერებს და არც ტარხუნას ცრუ ყვირილი.
ინვესტიცია განხორციელდება და საქართველო გახდება რეგიონული განვითარების ცენტრი.
- ირაკლი ჯანყარაშვილი ● publicist.ge
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07