img1


საპატრიარქო: არქიმანდრიტ ილია თოლორაიას, ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა.

 

უწყების ცნობით, არქიმანდრიტს მღვდელმოქმედების უფლება აეკრძალა იქამდე, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს.

 

"სამების საპატრიარქო ლავრის მღვდელმსახურს, არქიმანდრიტ ილიას (თოლორაია), ეპისკოპოსის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ზოგადად ეკლესიის იერარქებისადმი ცილისმწამებლური განცხადებებისათვის, ეპარქიული კომისიის წარდგინების საფუძველზე, აეკრძალოს მღვდელმოქმედების უფლება, ვიდრე არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ბრძანებას ხელს პატრიარქი აწერს.