img1


სამოქალაქო ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს”, რომელიც თავდაცვის ძალებს აძლიერებს. შეიტყე მეტი მათ შესახებ და გახდი თავდაცვის მოხალისე

ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს” მოხალისეებმა, წარმატებით დაასრულეს სსიპ “თავდაცვის მოხალისეს” მიერ ორგანიზებული-სამხედრო მხარდაჭერის საბაზისო კურსი, რომლის ხანგრძლივობა შეადგენდა 8 დღეს.

 

კურსის თემატიკა მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ხელს უწყობს სამხედრო უნარების განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას.

 

აღნიშნულის წარმატებულად დასრულების შემდეგ, მოხალისეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

 

გამოსაშვებ ღონისძიებას ესწრებოდნენ თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე და სსიპ “თავდაცვის მოხალისეს” წარმომადგენლები.

 

ორგანიზაციის განვითარებისა და მოხალისეების განათლების გაძლიერების მიზნით, აქტიური მხარდაჭერისა და ჩართულობისათვის მადლობას ვუხდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia, თავდაცვის ძალებს, სსიპ თავდაცვის მოხალისეს და თითოეულ მენტორს, რომლებმაც საკუთარი ცოდნა გაგვიზიარეს.

 

მოქალაქეთა საყურადღებოდ:

 

ორგანიზაცია “ვემსახურები საქართველოს”, უზრუნველყოფს მხარდამჭერი ფუნქციების განხორციელებას თავდაცვის ძალებისთვის- საინფორმაციო/ფსიქოლოგიური ოპერაციების მიმართულებით. 

 

სამოქალაქო აქტორების ჩართულობა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

 

ძალა ერთობაშია !

 

ვემსახურები საქართველოს !