შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და მის გაფართოვებაზე, ასევე, პოლიციის ატაშეების მნიშვნელოვან როლზე არსებული პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცების პროცესში.
მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ურთიერთობებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს ქვეყნებს შორის სამაგალითო საპოლიციო თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით ორმხრივი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო ინტენსიურად წარიმართება.
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08
2025-11-08
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07
2025-11-07